2025 წლის 01 თებერვლიდან საქართველო გახდა „საქონლით ვაჭრობაში ფორმალობების გამარტივების შესახებ“ კონვენციისა (Single Administrative Document/SAD) და „საერთო ტრანზიტის პროცედურის შესახებ“ კონვენციის (Common Transit Convention/CTC) წევრი (საქართველოს მთავრობის დადგენილებები №420, №421).
ზემოხსენებულ კონვენციებზე ხელის მოწერით საქართველოს მიენიჭა წვდომა „ახალ კომპიუტერიზებულ სატრანზიტო სისტემაზე“ (New Computerised Transit System – NCTS). ეს სისტემა საშუალებას იძლევა მასში შევსებული ტრანზიტის დეკლარაციით საქონელი გადაადგილდეს:
ზემოხსენებულიდან გამომდინარე, კონვენციებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების ხელშეწყობისათვის, აგრეთვე ერთიანი პრაქტიკის დანერგვისა და „ახალი კომპიუტერიზებული სატრანზიტო სისტემის” შეუფერხებლად მუშაობის უზრუნველსაყოფად ახალი სტრუქტურული ერთეული შეიქმნა შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტში – საბაჟო ტრანზიტის სამმართველო, რომელსაც სხვა ფუნქციებთან ერთად განესაზღვრა „ახალ კომპიუტერიზებულ სატრანზიტო სისტემის (NCTS)“ შეუფერხებელ გამოყენებასთან დაკავშირებული საქმიანობის განხორციელება. ამ მიზნით, სატელეფონო და სხვა დისტანციური არხების (მაგლ: ელ.ფოსტა) მეშვეობით, განხორციელდება დაინტერესებული პირისათვის კონსულტაციის გაწევა პროცედურულ საკითხებსა და მიმდინარე პროცესებზე.
ელ.ფოსტა: ncts.hd@rs.ge | ტელეფონი: +995 (32) 2 261 112; +995 (32) 2 261 446
Author: Iashagyan Oksana
Dear journalists, use of material from the REVERA website in publications is only possible with our written permission.
To approve material, please contact i.antonova@revera.legal or Telegram: https://t.me/PR_revera