იმ შემთხვევაში, თუ თქვენ ხართ საქართველოში რეგისტრირებული კომპანია, რომელიც აფორმებს შრომით ხელშეკრულებებს საზღვარგარეთ მყოფ თანამშრომლებთან, ან უცხოური კომპანია, რომელიც ასაქმებს საქართველოს რეზიდენტებს, რომლებიც მუშაობენ საქართველოდან – მნიშვნელოვანია იცოდეთ, როგორ განისაზღვრება საქართველოს საგადასახადო კოდექსით დასაქმებით მიღებული შემოსავლის წყარო.
შემოსავლების სამსახურის განმარტებების მიხედვით, დისტანციური მუშაობის პირობებში გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს შრომის გაწევის ფაქტობრივ ადგილს.
საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის პირველი ნაბიჯია პირის რეზიდენტობის შეფასება (სსკ 34-ე მუხლი):
რეზიდენტები ქართული კანონმდებლობის მიხდევით იბეგრებიან როგორც საქართველოში არსებული წყაროდან მიღებულ შემოსავალზე, ასევ, უცხოური წყაროდან მიღებულ შემოსავალზე, არარეზიდენტები – მხოლოდ საქართველოში არსებული წყაროდან მიღებულ შემოსავალზე (სსკ 79 და 100 მუხლები).
დაქირავებით მუშაობად ითვლება ფიზიკური პირის მიერ ვალდებულების შესრულება იმ ურთიერთობათა ფარგლებში, რომლებიც რეგულირდება საქართველოს ან/და უცხო ქვეყნის შრომის კანონმდებლობით. ანუ:
მთავარი წესი:
საქართველოში დაქირავებით მუშაობით მიღებული შემოსავალი ჩაითვლება საქართველოში არსებული წყაროდან მიღებულად – მიუხედავად იმისა, სად ირიცხება ხელფასი (სსკ 104.2).
შემოსავლების სამსახურის პოზიციის მიხედვით, საგადასახადო მიზნებისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი განმსაზღვრელი კრიტერიუმია ის, თუ სად ასრულებს პირი სამუშაოს რეალურად.
თუ სამუშაო სრულდება საქართველოში – შემოსავალი საქქართველოში არსებული წყაროდან მიღებულად ითვლება. თუ საზღვარგარეთ – უცხოური (საქართველოს ფარგლებს გარეთ არსებული) წყაროდან
თუ:
ამ შემთხვევაში შემოსავალი არ ჩაითვლება სსკ 104-ე მუხლით დადგენილი საქართველოში არსებული წყაროდან მიღებულად.
შედეგი:
დამქირავებელს აქვს მხოოდ ერთი ვალდებულება: დაქირავებულის მონაცემების ასახვა დაქირავებულ პირთა რეესტრში (სსკ 12(3), ფინანსთა მინისტრის N996 ბრძანება).
თუ რეზიდენტი:
შემოსავლების სამსახურის განმარტებით ასეთი ანაზღაურება დაკვალიფიცირედბა, როგორც საქართველოში მიღებული შემოსავალი, რადგან სამუშაო სრულდება საქართველოს ტერიტორიაზე (სსკ 104.1(ა)).
შედეგი:
DTA-ს საფუძველზე შეაძლებელია ორმაგი დაბეგვრის თვაიდან აცილება, შესაბამისი დოკუმენტის მეორე სახელმწიფოში წარდგენით.
დისტანციური მუშაობის პირობებში შემოსავლის წყარო განისაზღვრისას მნიშვნელოვანი პირობაა
სად სრულდება შრომითი ვალდებულება ფაქტობრივად.
თუ სამუშაო სრულდება საზღვარგარეთ
თუ სამუშაო სრულდება საქართველოდან
თუ თქვენი კომპანია თანამშრომლობს დისტანციური ფორმატით და გჭირდებათ:
ჩვენ მზად ვართ დაგეხმაროთ.
დაუკავშირდით REVERA Georgia-ს – შევაფასებთ თქვენს ქეისს და მოგაწოდებთ კონკრეტულ, პრაქტიკულ რეკომენდაციებს.
Authors: Melano Svanidze, Oksana Iashagyan
Attention Journalists: Use of REVERA website materials in publications is only allowed with our written permission.