ამ სტატიაში გაგაცნობთ პორტუგალიისა და ესპანეთის სპეციალურ საგადასახადო რეჟიმებს, რომლებიც მიზნად ისახავს სამეცნიერო კვლევების, ინოვაციების წახალისებას და მაღალკვალიფიციური სპეციალისტების მოზიდვას.
საგადასახადო წახალისება სამეცნიერო კვლევებისა და ინოვაციებისთვის (TISRI)
2024 წლამდე პორტუგალიაში არსებობდა Non-Habitual Resident Regime (NHR), რომლის მიზანი იყო მაღალკვალიფიციური პროფესიონალების, მეწარმეების და პენსიონერების მოზიდვა, მათთვის ხელსაყრელი საგადასახადო პირობების შეთავაზება. 2024 წლიდან NHR შეიცვალა ახალი რეჟიმით, რომელიც საშუალებას აძლევს ფიზიკურ პირებს ასევე, ისარგებლონ საგადასახადო შეღავათებით და ამ გარდამავალ რეჟიმს TISRI ეწოდება.
რეჟიმის გამოყენება შეუძლიათ ფიზიკურ პირებს:
TISRI იძლევა პირადი შემოსავლის 20%-ით დაბეგვრის საშუალებას, მაშინ როცა პორტუგალიაში საგადასახადო განაკვეთი შესაძლოა 53%-ს აღწევდეს. საგადასახადო შეღავათების გამოყენება შესაძლებელია 10 წლის განმავლობაში.
თუმცა, TISRI არ ითვალისწინებს შეღავათებს პენსიონერებისთვის, როგორც ამას NHR უზრუნველყოფდა. ასევე, ამ დროისთვის არ არსებობს ოფიციალური განმარტებები უცხოური წყაროებიდან მიღებული პირადი შემოსავლების დაბეგვრის შესახებ.
TISRI რეჟიმის გამოყენება პირდაპირ კავშირშია პორტუგალიის საგადასახადო რეზიდენტობასთან. საგადასახადო შეღავათების გამოსაყენებლად მთავარი ფაქტორია საგადასახადო რეზიდენტის სტატუსი.
ექსპატრიანტთა სპეციალური საგადასახადო რეჟიმი (SETR)
ამ რეჟიმს ბექჰემის სამართლის (Beckham Law) რეჟიმსაც უწოდებენ და იგი მიზნად ისახავს კვალიფიციური სპეციალისტებისა და ინვესტორების მოზიდვას. უცხოელ ფიზიკურ პირებს, რომლებიც იძენენ რეზიდენტის სტატუსს ესპანეთში, გარკვეული სამართლებრივი მოთხოვნების გათვალისწინებით, შეუძლიათ გამოიყენონ ეს შეღავათიანი საგადასახადო რეჟიმი.
ფიზიკურ პირებს შეუძლიათ გამოიყენონ რეჟიმი შემდეგი პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში:
SETR საშუალებას აძლევს უცხოელ ფიზიკურ პირებს დაბეგრონ შემოსავალი 24% განაკვეთით, თუ თანხა საგადასახადო პერიოდში არ აღემატება 600,000 ევროს, გადაჭარბების შემთხვევაში (ანუ შემოსავლის 600,000.01 ევრო ან მეტი) – 47%. ამ რეჟიმის გამოყენება შესაძლებელია 6 წლამდე ვადით.
უცხოური წყაროებიდან მიღებული შემოსავალი ამ რეჟიმით არ იბეგრება. დამატებითი ბონუსის სახით, რეჟიმით სარგებლობა შეუძლიათ გადასახადის გადამხდელის შვილებს (25 წლამდე) და მეუღლესაც, კანონის მოთხოვნების დაცვით.
SETR რეჟიმის გამოყენება დამოკიდებულია საგადასახადო რეზიდენტის სტატუსზე. თუ თქვენ ცხოვრობთ ესპანეთში (მიიღეთ საგადასახადო რეზიდენტის სტატუსი) და არ განაცხადეთ პირველ წელს, მაშინ, კანონის საფუძველზე, შეუძლებელი იქნება SETR-ის გამოყენება. იგივე მოთხოვნები ვრცელდება ინვესტიციის საფუძველზე ბინადრობის ნებართვის მფლობელებზეც, ანუ საგადასახადო რეზიდენტის სტატუსის გარეშე რეჟიმის გამოყენება შეუძლებელია.
Authors: Yaroslavna Zadesenskaya
Attention Journalists: Use of REVERA website materials in publications is only allowed with our written permission. To coordinate materials, please get in touch with us at: i.antonova@revera.legal, Telegram: https://t.me/PR_revera