„საერთაშორისო კონტროლირებული ოპერაციების შეფასების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ ინსტურქციას დაემატა 141 მუხლი, რომლითაც განისაზღვრა კონტროლირებული ოპერაციის მხარეთა მიერ გაფორმებული ხელშეკრულებით ან/და ფაქტობრივი გარემოებებით სესხად განხილული ოპერაციის კაპიტალში შენატანად სრულად ან ნაწილობრივ დაკვალიფიცირების კრიტერიუმები. შესაბამისად, ცვლილებების მიხედვით, ოპერაციის ან მისი ნაწილის კვალიფიკაციის შეცვლა შესაძლებელია, თუ გამოიკვეთება კვალიფიკაციის შეცვლის საფუძველი ამ კრიტერიუმთაგან არანაკლებ 3 (სამი) კრიტერიუმის მიხედვით.
ზემოთ ხსენებული მუხლი ამოქმედდება 2025 წლის 01 იანვრიდან.
სრულად ცვლილება იხილეთ ბმულზე.
N996 ბრძანებით დამტკიცებულ ინსტრუქციაში შესული ცვლილებების შედეგად, გამყიდველს (მიმწოდებელს) შეუძლია მყიდველს (მიმღებს) პროგრამულად წარუდგინოს ელექტრონული ფორმით გამოწერილი იმ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის და ნავთობპროდუქტების სპეციალური ანგარიშ-ფაქტურის გაუქმების მოთხოვნა, რომელიც არც ერთი მხარის მიერ არ არის წარდგენილი დღგ-ს საგადასახადო დეკლარაციის შესაბამისი დანართით, ხოლო თუ რომელიმე მხარის მიერ წარდგენილია დღგ-ს საგადასახადო დეკლარაციის შესაბამისი დანართით, გაუქმების მოთხოვნა მყიდველს (მიმღებს) წარედგინება თუ შესაბამისი პირის მიერ, საგადასახადო ორგანოსთვის მიმართვის საფუძველზე, საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა და ნავთობპროდუქტების სპეციალური ანგარიშ-ფაქტურა საგადასახადო დეკლარაციის შესაბამისი დანართებიდან ამოღებულია.
ამავე ცვლილების მიხედვით, გამყიდველი (მიმწოდებელი) ვალდებულია ნავთობპროდუქტების სპეციალური ანგარიშ-ფაქტურის გაუქმების საჭიროების დადგომისთანავე გამოწეროს სანაცვლო ნსაფ-ი ან/და დაარეგისტრიროს განცხადება სპეციალური საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გაუქმების საჭიროების შესახებ და აღნიშნული ინფორმაცია წარუდგინოს მყიდველ (მიმღებ) მხარეს გაუქმების მოთხოვნასთან ერთად. ხოლო განცხადება სპეციალური საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გაუქმების საჭიროების შესახებ რეგისტრირდება იმ შემთხვევაში, როდესაც ,,გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის N996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის შესაბამისად ვერ გამოიწერება სანაცვლო ნავთობპროდუქტების სპეციალური ანგარიშ-ფაქტურები.
საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა და ნავთობპროდუქტების სპეციალური ანგარიშ-ფაქტურა გაუქმებულად ითვლება მყიდველის (მიმღების) მიერ გაუქმების მოთხოვნის დადასტურების შემდეგ.
სრულად ცვლილება იხილეთ ბმულზე.
,,გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ N996 ბრძანებით დამტკიცებულ ინსტრუქციას დაემატა 461 მუხლი – „საქართველოს ტერიტორიაზე დაფუძნებული რამდენიმე პირის დღგ-ით დასაბეგრ ერთ პირად განხილვა“.
აღნიშნული ცვლილებიდან გამომდინარე, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია, დღგ-ის გადახდისგან თავის არიდების აღკვეთის მიზნისთვის, ერთ დასაბეგრ პირად განიხილოს საქართველოს ტერიტორიაზე დაფუძნებული ნებისმიერი რამდენიმე პირი (შემდგომ – პირთა ჯგუფი) მათი ფორმალური/იურიდიული დამოუკიდებლობის მიუხედავად, თუ სახეზეა ყველა შემდეგი პირობა:
განხორციელებული ცვლილებით განისაზღვრა შემთხვევები და წესები, რომელთა მიხედვით, რამდენიმე პირი, მათი ფორმალური/იურიდიული დამოუკიდებლობის მიუხედავად, შესაძლებელია განხილული იქნას ერთ დასაბეგრ პირად, ასევე განისაზღვრა შემთხვევები, რა დროსაც საქმიანობის სახე და შინაარსი მიიჩნევა იდენტურად.
ამ ცვლილების თანახმად, პირთა ჯგუფის თითოეული წევრი დღგ-ის გადამხდელად ითვლება იმ დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების მომენტიდან (ამ ოპერაციის ჩათვლით), რომლის მიხედვითაც, ჯგუფის შემადგენლობაში შემავალ პირთა დასაბეგრი ოპერაციების საერთო (ჯამური) თანხა გადააჭარბებს 100 000 ლარს.
სრულად ცვლილება იხილეთ ბმულზე
N996 ინსტრუქციაში შევიდა აგრეთვე ცვლილებები 27.06.2024 წლის N4364-XIVმს-Xმპ ცვლილებიდან გამომდინარე. აღნიშნული ცვლილებების მიხედვით:
აღნიშნული ცვლილებიდან გამომდინარე კი:
სათამაშო აპარატების სალონის მომწყობი პირის, სისტემურ-ელექტრონული ფორმით აზარტული თამაშობების ან/და სისტემურ-ელექტრონული ფორმით ტოტალიზატორის თამაშობების ორგანიზატორის საშემოსავლო გადასახადის ყოველთვიური დეკლარაციის (დანართი №II-041) მე-3 ნაწილს დაემატა მე-4 და მე-5 სტრიქონები.
მე-4 სტრიქონი – უცხო ქვეყნის მოქალაქეების სისტემურ-ელექტრონული ფორმით ორგანიზებულ აზარტულ თამაშობებში მონაწილეობის შედეგად, სისტემურ-ელექტრონული ფორმით აზარტული თამაშობების ორგანიზატორის მიერ საანგარიშო თვის განმავლობაში მიღებულ ფსონებსა და ამ მოთამაშეებზე გაცემულ მოგებას შორის სხვაობის თანხა.
მე-5 სტრიქონი – უცხო ქვეყნის მოქალაქეების სისტემურ-ელექტრონული ფორმით ორგანიზებულ ტოტალიზატორის თამაშობებში მონაწილეობის შედეგად, სისტემურ-ელექტრონული ფორმით ტოტალიზატორის თამაშობების ორგანიზატორის მიერ საანგარიშო თვის განმავლობაში მიღებულ ფსონებსა და ამ მოთამაშეებზე გაცემულ მოგებას შორის სხვაობის თანხა.
მოგების გადასახადის ყოველთვიური დეკლარაციის (დანართი №II-086) მე-4 ნაწილს დაემატა მე-4 და მე-5 სტრიქონები.
მე-4 სტრიქონი – უცხო ქვეყნის მოქალაქეების სისტემურ-ელექტრონული ფორმით აზარტულ თამაშობებში მონაწილეობის შედეგად, სისტემურ-ელექტრონული ფორმით აზარტული თამაშობების ორგანიზატორის მიერ საანგარიშო თვის განმავლობაში მიღებულ ფსონებსა და ამ მოთამაშეებზე გაცემულ მოგებას შორის სხვაობის თანხა.
მე-5 სტრიქონი – უცხო ქვეყნის მოქალაქეების სისტემურ-ელექტრონული ფორმით ტოტალიზატორის თამაშობებში მონაწილეობის შედეგად, სისტემურ-ელექტრონული ფორმით ტოტალიზატორის თამაშობების ორგანიზატორის მიერ საანგარიშო თვის განმავლობაში მიღებულ ფსონებსა და ამ მოთამაშეებზე გაცემულ მოგებას შორის სხვაობის თანხა.
ცვლილება ამოქმედდება 2024 წლის 1 დეკემბრიდან და გავრცელდება 2024 წლის დეკემბრის და მის შემდგომ საანგარიშო პერიოდებზე წარსადგენ დეკლარაციებზე.
სრულად ცვლილება იხილეთ ბმულებზე 1 და 2.
N996 ინსტრუქციაში ასევე შევიდა ცვლილება გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადის დეკლარაციის (დანართი №II-06) შევსების წესში, რომლის თანახმად დანართ „ა“-ში (ინფორმაცია საანგარიშო თვეში განხორციელებული განაცემებისა და დაკავებული გადასახადის შესახებ), საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა შეღავათებისაგან გაიმიჯნა „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად განხორციელებული საპენსიო შენატანი. ხოლო დეკლარაციის III ნაწილიდან ამოღებულ იქნა სოციალურ გადასახადთან დაკავშირებული უჯრები, ასევე დეკლარაციის დანართი „ა“- ში გაუქმდა სვეტი, რომელშიც აისახებოდა სოციალური გადასახადის თანხები.
აღნიშნული ცვლილება ამოქმედდება გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს და გავრცელდება დეკემბრის თვის და შემდგომ საანგარიშო პერიოდებზე.
სრულად ცვლილება იხილეთ ბმულზე.
ცვლილებები შევისდა „სპეციალური დაბეგვრის რეჟიმების გამოყენების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის N999 ბრძანებაში და „მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირის საშემოსავლო გადასახადის ყოველთვიური დეკლარაციის, მისი შევსებისა და წარდგენის წესის შესახებ“ ინსტრუქციაში (დანართი N5), რომლის თანახმადაც მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირის საშემოსავლო გადასახადის ყოველთვიურ დეკლარაციას დაემატა ახალი სტრიქონები, სტრიქონების ნაწილი ჩამოყალიბდა ახალი რედაქციით, ასევე გაიმიჯნა სტრიქონები შემოსავლის მიღების ფორმების მიხედვით. კერძოდ: დეკლარაციის III ნაწილის სტრიქონებში აისახება შემდეგი მონაცემები:
ზემოაღნიშნული ცვლილება ვრცელდება 2024 წლის დეკემბრის და მის შემდგომ საანგარიშო პერიოდებზე წარსადგენ დეკლარაციებზე.
სრულად ცვლილება იხილეთ ბმულზე
2010 წლის 29 დეკემბრის №415 დადგენილებაში ცვლილების შედეგად, „სპეციალური დაბეგვრის რეჟიმების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 29 დეკემბრის №415 დადგენილებაში (სსმ, №172, 31/12/2010) შეტანილ იქნა ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებულ დანართ №5-ს („შემოსავლის სახეები, რომლებიც არ დაიბეგრება სპეციალური დაბეგვრის რეჟიმით და არ ითვლება მცირე ბიზნესის განხორციელების ფარგლებში მიღებულ ერთობლივ შემოსავალში“) დაემატა მე-12 პუნქტი, რომლის თანახმადაც მცირე ბიზნესის სპეციალური დაბეგვრის რეჟიმით (1% და 3 %) არ დაიბეგრება საქართველოს ეროვნული კლასიფიკატორის სეკ 006-2016-ის“ 41.2 ჯგუფით გათვალისწინებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი შენობების მშენებლობის მომსახურების, 42-ე განყოფილებით გათვალისწინებული სამოქალაქო მშენებლობის მომსახურების ან/და 43-ე განყოფილებით გათვალისწინებული სპეციალიზებული სამშენებლო მომსახურების გაწევით მიღებული შემოსავალი, თუ აღნიშნული მომსახურების მიმღებს წარმოადგენს საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული საწარმო, ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი. შესაბამისად მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირის მიერ აღნიშნული საქმიანობ(ებ)ით მიღებული შემოსავალი დაიბეგრება საერთო წესით (20 %).
აღნიშნული ცვლილება ამოქმედდება 2025 წლის 01 თებერვლიდან.
სრულად ცვლილება იხილეთ ბმულზე
Author: Iashagyan Oksana
Dear journalists, the use of materials from the REVERA website in publications is possible only with our written permission.
To coordinate materials, contact us at e-mail: i.antonova@revera.legal or Telegram: https://t.me/PR_revera