საერთაშორისო IT-დისტრიბუტორის წარმატებული დაცვა შრომით დავაში უმაღლესი რგოლის ხელმძღვანელთან
მთავარი საკითხი
REVERA-ს იურისტებმა LBP Law Office-თან ერთად წარმატებით წარადგინეს აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში ფართო წარმომადგენლობის მქონე IT-აღჭურვილობისა და გადაწყვეტილებების წამყვანი რეგიონული დისტრიბუტორის ინტერესები. საქმე ეხებოდა შრომითი დავის გადაწყვეტას ყოფილ დირექტორთან - საქართველოს საერთო სასამართლოების პირველ და მეორე ინსტანციის ფარგლებში.
დავის წინაპირობა
კორპორაციულ კონფლიქტში ჩართული იყო დამკვეთის ყოფილი დირექტორი, რომელმაც სასამართლოს მიმართა მნიშვნელოვანი კომპენსაციის დაკისრების მოთხოვნით, შრომითი ხელშეკრულების უკანონო შეწყვეტასთან დაკავშირებით. დავა ეხებოდა:
- შრომითი ხელშაკრულების შეწყვეტის კანონიერებას; (გათავისუფლების კანონიერებას);
- კომპენსაციის გაცემის საფუძვლიანობას, რომელსაც ყოფილი ხელმძღვანელი შრომითი და კორპორაციული ურთიერთობების პირობებიდან გამომდინარე კუთვნილად მიიჩნევდა.
| ამგვარი დავები - განსაკუთრებით კორპორაციული და შრომითი სამართლის გადაკვეთის ნაწილში - ხშირად მაღალი სამართლებრივი განუსაზღვრელობით ხასიათდება: აუცილებელია კორპორაციული კანონმდებლობის ნორმების, კომპანიის შიდა რეგლამენტების პირობებისა და პროცესუალური ხრიკების გამოყენების მცდელობათა გამორიცხვის გათვალისწინება, რომლებიც მიმართულია დაუსაბუთებელი სარგებლის მიღებისკენ. |
დაცვის სტრატეგია
REVERA-ს გუნდმა შეიმუშავა მრავალშრიანი სამართლებრივი სტრატეგია, რომელიც მოიცავდა:
- დამკვეთის საქმიანი ურთიერთობების სპეციფიკის გათვალისწინებით შრომითი და კორპორაციული კანონმდებლობის დეტალურ ანალიზს;
- კორპორაციული პრაქტიკის გათვალისწინებით გათავისუფლების გარემოებათა ანალიზს;
- ყოფილი დირექტორის მიერ წამოყენებული არგუმენტების მამხილებელი მტკიცებულებითი ბაზის ჩამოყალიბებას;
- პირველი და სააპელაციო ინსტანციების სასამართლო პროცესის სრულ პროცესუალურ თანხლებას, მათ შორის დასაბუთებული სამართლებრივი არგუმენტების მომზადებას.
| განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის პროცესუალური და მატერიალურ-სამართლებრივი მოთხოვნების დაცვის დამტკიცებას. |
სასამართლო პროცესის შედეგი
სააპელაციო სასამართლომ ყოფილი დირექტორის სარჩელი ყველა არსებით საფუძველზე სრულად უარყო, რამაც საშუალება მისცა გუნდს:
- სრულად დაეცვა დამკვეთის უფლებები და კანონიერი ინტერესები;
- დაემტკიცებინა გათავისუფლების პროცესში განხორციელებული ქმედებების მართლზომიერება;
- აეცილებინა მნიშვნელოვანი ფინანსური ვალდებულებები დაუსაბუთებელი მოთხოვნებიდან გამომდინარე.
REVERA-ს გუნდი რეგულარულად წყვეტს კორპორაციულ კონფლიქტებს, მათ შორის უმაღლესი რგოლის მენეჯმენტისა და აქციონერების მონაწილეობით დავებს, ბიზნეს ინტერესების დაცვას სასამართლო განხილვის ყველა ეტაპზე და კონსულტაციას წევს შრომის სამართლის სფეროში არსებულ საკვანძო საკითხებსა და გამოწვევებზე.
| თუ გჭირდებათ პროფესიონალური იურიდიული დახმარება კორპორაციულ კონფლიქტებსა და შრომით დავებთან დაკავშირებით - მიმართეთ REVERA-ს ექსპერტებს. |
Contact a lawyer for further information
Contact a lawyer