პერსონალური მონაცემთა დამუშავების პოლიტიკა
ბოლო განახლება: 16 იანვარი 2023
თუ თქვენ იმყოფებით ბელარუსში, მაშინ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავება ხორციელდება ბმულზე განთავსებული პოლიტიკის შესაბამისად.
ეს პერსონალური მონაცემების დამუშავების პოლიტიკა ("პოლიტიკა") ეხება ყველა ურთიერთობას, რომელიც დაკავშირებულია REVERA-ს ("ჩვენ"," ჩვენს"," ჩვენი") მიერ მონაცემების დამუშავებასთან, რომელიც შეიძლება პირდაპირ ან ირიბად ახდენდეს თქვენს იდენტიფიცირებას ("პერსონალური მონაცემები"), საიტი georgia.revera.legal მომხმარებლების, კლიენტების და კონტრაქტორების, სამუშაოს კანდიდატების, ასევე სხვა პირების
ინფორმაცია მონაცემების მაკონტროლებლის შესახებ
პერსონალური მონაცემების დამუშავება ხორციელდება REVERA law group-ის ოფისების მიერ. ისინი ერთობლივად მართავენ თქვენს პერსონალურ მონაცემებს. REVERA-ს ოფისების საკონტაქტო ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.
გთხოვთ, ყურადღებით წაიკითხოთ პოლიტიკა, რადგან ის შეიცავს მნიშვნელოვან ინფორმაციას შემდეგზე:
- როგორ ვაგროვებთ პერსონალურ მონაცემებს?
- როგორ ვამუშავებთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს?
- როდის შეგვიძლია პერსონალური მონაცემების გადმოცემა?
- რამდენი ხნით ვინახავთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს?
- ვიყენებთ თუ არა ავტომატიზირებულ გადაწყვეტილების მიღებას ან ვგულისხმობთ ავტომატიზირებულ პროფილირებას?
- რა უფლებები გაგაჩნიათ?
ჩვენ შეიძლება დროდადრო განვაახლოთ პოლიტიკა, რათა დავრწმუნდეთ, რომ იგი შეესაბამება სამართლებრივ მოთხოვნებს, მათ შორის ევროპარლამენტისა და საბჭოს რეგულაციას (EU) 2016/679 („GDPR“). ჩვენ შეგატყობინებთ პოლიტიკის ცვლილებების შესახებ. თუ ჩვენ რაიმე არსებით ცვლილებებს შევიტანთ პოლიტიკაში და მოვითხოვთ თქვენს მკაფიო თანხმობას თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავების გასაგრძელებლად, ჩვენ მოვითხოვთ თქვენს თანხმობას ან ხელახლა თანხმობას (თუ ადრე მიღებული იყო).
როგორ ვაგროვებთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს?
ჩვენ ვაგროვებთ პერსონალურ მონაცემებს, თუ თქვენ მოგვაწვდით მას ან ავტომატურად ელექტრონული საშუალებებით. თუ თქვენ დაუკავშირდებით ჩვენთან მყისიერი მესენჯერების ან სოციალური ქსელების მეშვეობით, ჩვენ ასევე შეიძლება შევაგროვოთ მონაცემები თქვენს შესახებ, რომელიც ხელმისაწვდომია ასეთ მყისიერ მესინჯერში ან სოციალურ ქსელში.
როგორ ვამუშავებთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს?
ჩვენ პატივს ვცემთ თქვენს კონფიდენციალურობას და ვცდილობთ შევზღუდოთ ჩვენს მიერ შეგროვებული პერსონალური მონაცემების რაოდენობა, რაც მკაცრად აუცილებელია დამუშავების მიზნების შესასრულებლად.
პერსონალური მონაცემების კატეგორიები, რომლებსაც ჩვენ ვამუშავებთ, ჩამოთვლილია ქვემოთ:
ღონისძიების განცხადებებისა და პუბლიკაციების გაგზავნა ელექტრონული ფოსტით | |
პირთა კატეგორიები, რომელთა მონაცემებიც მუშავდება | პირი, რომელმაც გამოიწერა REVERA-ს საინფორმაციო ბიულეტენი |
დამუშავებადი მონაცემები |
|
საფუძველი | ჩვენი ლეგიტიმური ინტერესი მომავალი ღონისძიებებისა და პუბლიკაციების შესახებ ინფორმაციის გავრცელებით და თქვენი ინტერესი მათ შესახებ შეტყობინების მიღებისა |
მონაცემთა შენახვის ვადა | ხელმოწერის გაფორმების თარიღიდან 3 წელი |
REVERA-ს ან REVERA-ს პარტნიორების მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში მონაწილეობის უზრუნველყოფა დარეგისტრირებით, ღონისძიების პროგრამაში ცვლილებების ინფორმირებით, ღონისძიების შესახებ შეხსენებების გაგზავნით, ღონისძიების მასალების (პრეზენტაციები, ვიდეოჩანაწერები და ა.შ.), კითხვებზე პასუხების გაგზავნით. | |
პირთა კატეგორიები, რომელთა მონაცემებიც მუშავდება | პირი, რომელიც ღონისძიებაზე დარეგისტრირდა |
დამუშავებადი მონაცემები | • სახელი • ტელეფონის ნომერი • ელექტრონული ფოსთის მისამართი • კომპანიის დასახელება • დაკავებული პოზიცია • ფილილალი(არაასავალდებულო) |
საფუძველი | ჩვენი ლეგიტიმური ინტერესი მომავალი ღონისძიებებისა და პუბლიკაციების შესახებ ინფორმაციის გავრცელებით და თქვენი ინტერესი მათ შესახებ შეტყობინების მიღებისა |
მონაცემთა შენახვის ვადა | ღონისძიებაზე რეგისტრაციის დღიდან 2 თვე |
დასაქმების ან სტაჟირების განაცხადის განხილვა, გასაუბრებაზე მოწვევა | |
პირთა კატეგორიები, რომელთა მონაცემებიც მუშავდება | კანდიდატები, რომლებმაც შეიტანეს განცხადება (რეზიუმე) დასაქმების ან სტაჟირების მისაღებად |
დამუშავებადი მონაცემები |
|
საფუძველი | თანხმობა ღილაკზე „გაგზავნა“ დაჭერის გზით |
მონაცემთა შენახვის ვადა | დასაქმებაზე უარის მიღებიდან 1 წელი |
შემოსულ მოთხოვნაზე პასუხის გაგზავნა ვებსაიტზე „მოგვწერეთ ჩვენ“ ფორმის საშუალებით | |
პირთა კატეგორიები, რომელთა მონაცემებიც მუშავდება | პირი, რომელმაც გამოაგზავნა მოთხოვნა "მოგვწერეთ ჩვენ" ფორმის საშუალებით |
დამუშავებადი მონაცემები |
|
საფუძველი | ჩვენი ლეგიტიმური ინტერესი მომავალი ღონისძიებებისა და პუბლიკაციების შესახებ ინფორმაციის გავრცელებით და თქვენი ინტერესი მათ შესახებ შეტყობინების მიღებისა |
მონაცემთა შენახვის ვადა | მიმართვაზე პასუხის დაბრუნების დღიდან 2 თვე |
კლიენტებთან ხელშეკრულებების დადება, შესრულება, შეცვლა და შეწყვეტა | |
პირთა კატეგორიები, რომელთა მონაცემებიც მუშავდება | ხელშეკრულების გაფორმებაზე უფლებამოსილი პირები |
დამუშავებადი მონაცემები | კლიენტის (მისი წარმომადგენლის) მიერ ხელშეკრულების დადებისა და შესრულების ფარგლებში მოწოდებული მონაცემები |
საფუძველი | დამუშავება აუცილებელია ხელშეკრულების შესასრულებლად, რომლის მხარეც კლიენტია, ან იმისათვის, რომ გადაიდგას ნაბიჯები კლიენტის მოთხოვნით ხელშეკრულების დადებამდე. |
მონაცემთა შენახვის ვადა | შეთანხმების ან ხელშეკრულების ვადის გასვლიდან 3 წელი |
კონტრაქტორებთან ხელშეკრულებების დადება, შესრულება, შეცვლა და შეწყვეტა | |
პირთა კატეგორიები, რომელთა მონაცემებიც მუშავდება | ხელშეკრულების გაფორმებაზე უფლებამოსილი პირები |
დამუშავებადი მონაცემები | კონტრაქტორის (მისი წარმომადგენლის) მიერ ხელშეკრულების დადებისა და შესრულების ნაწილის მიერ მოწოდებული მონაცემები |
საფუძველი | დამუშავება აუცილებელია ხელშეკრულების შესასრულებლად, რომლის მხარეც კონტრაქტორია, ან კონტრაქტორის მოთხოვნით ზომების მისაღებად ხელშეკრულების დადებამდე. |
მონაცემთა შენახვის ვადა | შეთანხმების ან ხელშეკრულების ვადის გასვლიდან 3 წელი |
როდის შეგვიძლია გავაზიაროთ თქვენი პერსონალური მონაცემები?
ჩვენ შეგვიძლია გავუზიაროთ თქვენი პერსონალური მონაცემები მესამე პირებს მხოლოდ შემდეგ შემთხვევებში:
როდესაც ამას კანონი მოითხოვს: ჩვენ შეგვიძლია გავამჟღავნოთ თქვენი პერსონალური მონაცემები იმ მოცულობით, რამდენადაც კანონით მოითხოვს (რომელიც შეიძლება მოიცავდეს მთავრობას და სამართალდამცავ ორგანოებს), ნებისმიერ სამართლებრივ წარმოებასთან ან სავარაუდო სამართალწარმოებასთან დაკავშირებით, ეს ასევე შეიძლება გამოყენებულ იქნას ჩვენი კანონიერი უფლებების დასადგენად, განსახორციელებლად ან დასაცავად (მათ შორის, ინფორმაციის მიწოდება სხვებისთვის თაღლითობის პრევენციის მიზნით).
ჩვენს პარტნიორებთან, რომლებიც გვეხმარებიან ანალიტიკაში, რეკლამაში და ა.შ. REVERA-ს მიერ პოლიტიკის შესაბამისად განსაზღვრული მიზნებისთვის. ჩვენი პარტნიორების სია:
სმს-ასისტენტი არის სერვისი სამისამართო SMS და Viber გზავნილებისთვის ბელორუსში, რომელსაც უზრუნველყოფს ინდ.მეწარმე დუბროვსკაია ელენა ვალენტინის ასული. იურიდიული მისამართი: ბელორუსი, მინსკი, პაროვოზნის შესახვევი, 14/2, 220014.
ბიზნესის მართვის სისტემა, წარმოდგენილი შპს „1С-Битрикс“ იურიდიული მისამართი: ბელორუსი, მინსკი გამარჯვებულთა გამზირი, ს/59, ოფისი 202, 220035. Bitrix24 -ის პერსონალურ მონაცემთა დამუშავების პოლიტიკა.
ვებ ანალიტიკური სერვისი, რომელსაც უზრუნველყოფს შპს „იანდექსი“. იურიდიული მისამართი: რუსეთი, მოსკოვი, ქ. ლევ ტოლსტოი, 16, 119021. გამოყენების პირობები Яндекс Метрика.
ვებ ანალიტიკური სერვისი, რომელსაც უზრუნველყოფს Google, Inc. იურიდიული მისამართი: Data Protection Office, 1600 Amphitheatre Pkwy, Mountain View, CA 94043, USA. Google Analytics პერსონალური მონაცემების დამუშავების პოლიტიკა.
ელექტრონული ფოსტის საინფორმაციო ბიულეტენი, რომელსაც აწვდის შპს „UNISENDER SMART LLC“. იურიდიული მისამართი: 21205, მოსკოვი, სკოლკოვოს ინოვაციების ცენტრი, მალევიჩის ქ. 1, სართული 2, შენობა. No9, სამუშაო. ადგილი No1,2,3. Unisender პერსონალური მონაცემების დამუშავების პოლიტიკა.
Cookie ფაილებთან დაკავშირებული პოლიტიკა
საიტის მუშაობის გასაუმჯობესებლად და მისი გამოყენების გასაადვილებლად, REVERA-მ შეიძლება გამოიყენოს cookie. Cookie არის ტექსტური ფაილი, რომელიც ინახება თქვენს ბრაუზერში. REVERA იყენებს აუცილებელ, ფუნქციურ და ანალიტიკურ cookie - ებს.
საჭირო cookie ფაილებს REVERA იყენებს საიტის სწორი ფუნქციონირებისთვის და მასზე შემოთავაზებული ფუნქციებისა და სერვისების სწორად გამოყენებისთვის.
ფუნქციური cookie ფაილები საშუალებას გაძლევთ გადაადგილდეთ ჩვენს საიტზე და სრულად ისარგებლოთ მისი ფუნქციებით.
ანალიტიკური cookie ფაილები აუცილებელია სტატისტიკური მიზნებისთვის, რათა დაეხმაროს ჩვენი საიტის მუშაობის გაუმჯობესებას და თქვენთვის უფრო მოსახერხებელი გახდეს მისი გამოყენება.
რამდენ ხანს ვინახავთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს?
ჩვენ ვინახავთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს არაუმეტეს ვადით, ვიდრე ეს საჭიროა იმისათვის, რომ შევასრულოთ ის მიზნები, რომლებიც მოცემულია განყოფილებაში “როგორ ვამუშავებთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს”. ნებისმიერი სამართლებრივი ვალდებულების გათვალისწინებით, რომელიც მოითხოვს მონაცემთა შენახვის უფრო მეტ პერიოდს, ამ ვადების გასვლის შემდეგ დამუშავებული პერსონალური მონაცემები წაიშლება ან ანონიმური გახდება.
ვიყენებთ გადაწყვეტილების ავტომატიზებულ მიღებას თუ მივმართავთ ავტომატიზებულ პროფილს?
ჩვენ არ ვიყენებთ გადაწყვეტილების ავტომატიზებულ მიღებას და არ ვგულისხმობთ ავტომატიზებულ პროფილირებას.
რა უფლებები გაგაჩნიათ?
თქვენს პერსონალურ მონაცემებზე წვდომის უფლება ნიშნავს, რომ თქვენ შეგიძლიათ მიიღოთ პერსონალური მონაცემების ასლი, რომელსაც ჩვენ ვფლობთ თქვენს შესახებ, ისევე როგორც სხვა დამატებითი ინფორმაცია.
არასრული ან არაზუსტი პერსონალური მონაცემების გასწორების უფლება.
თქვენი პერსონალური მონაცემების წაშლის უფლება, რაც ნიშნავს, რომ თქვენ შეგიძლიათ მოგვთხოვოთ, წავშალოთ ან ამოვიღოთ თქვენი პერსონალური მონაცემები გარკვეულ გარემოებებში. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ჩვენ შეიძლება შევინარჩუნოთ თქვენი პერსონალური მონაცემები, რამდენადაც აუცილებლობას წარმოადგენს ჩვენი სამართლებრივი ვალდებულებების შესასრულებლად ან დავების მოსაგვარებლად. თუ ჩვენ არ გვაქვს მიზეზი, გავაგრძელოთ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავება, ჩვენ წაშლით მას და შეგატყობინებთ ასეთი წაშლის შესახებ.
თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავების შეზღუდვის უფლება, თუ (ა) თქვენს მიერ სადავოა პერსონალური მონაცემების სიზუსტე, (ბ) დამუშავება უკანონოა და თქვენ აპროტესტებთ პერსონალური მონაცემების წაშლას, (გ) აღარ გვჭირდება პერსონალური მონაცემები დამუშავების მიზნებისთვის, მაგრამ ეს გჭირდებათ იურიდიული პრეტენზიების დასამყარებლად, განსახორციელებლად ან დასაცავად და (დ) თქვენ წინააღმდეგი იყავით დამუშავებაზე, სანამ არ სრულდება ლეგიტიმური საფუძვლების გადამოწმება.
მონაცემთა პორტაბელურობის უფლება, რომელიც ეხება მხოლოდ იმ ინფორმაციას, რომელსაც ვამუშავებთ თქვენი თანხმობის საფუძველზე.
პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე წინააღმდეგობის გაწევის უფლება, სადაც ჩვენ ვეყრდნობით ლეგიტიმურ ინტერესებს და არის რაღაც თქვენს კონკრეტულ სიტუაციაში, რაც გიბიძგებთ გააპროტესტოთ ამ საფუძველზე დამუშავება. ჩვენ აღარ დავამუშავებთ პერსონალურ მონაცემებს, თუ არ გამოვავლენთ დამაჯერებელ ლეგიტიმურ საფუძველს დამუშავებისთვის, რომელიც აჭარბებს თქვენს ინტერესებს, უფლებებსა და თავისუფლებებს, ან სამართლებრივი პრეტენზიების ჩამოყალიბების, განხორციელების ან დაცვის მიზნით.
თანხმობის გაუქმების უფლება ნებისმიერ დროს, როდესაც ჩვენ ვეყრდნობით თანხმობას თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე. თუ ჩვენ არ გვაქვს სხვა საფუძველი თქვენი პერსონალური მონაცემების დასამუშავებლად, მას შემდეგ რაც გამოგვიგზავნეთ მოთხოვნა თანხმობის გაუქმების შესახებ, ჩვენ შევწყვეტთ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებას, რომელიც ჩვენ დავამუშავეთ თქვენი თანხმობის საფუძველზე.
ჩვენ განვიხილავთ თქვენს მოთხოვნას რაც შეიძლება მალე, მაგრამ არა უმეტეს 1 (ერთი) თვის განმავლობაში. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ საჭიროების შემთხვევაში ეს ვადა შეიძლება გაგრძელდეს კიდევ 2(ორი) თვით, სირთულის და მოთხოვნების რაოდენობის გათვალისწინებით. ამ შემთხვევაში, ჩვენ შეგატყობინებთ გახანგრძლივების შესახებ თქვენი მოთხოვნის მიღებიდან 1(ერთი) თვის განმავლობაში და აგიხსნით დაგვიანების მიზეზებს.
ასაკობრივი შეზღუდვები
ჩვენ შეგნებულად არ ვაგროვებთ ან არ ვთხოვთ თქვენს პერსონალურ ინფორმაციას 16 წლამდე ასაკის პირისგან. თუ თქვენ ხართ 16 წლამდე ასაკის, გთხოვთ, არ მოგვაწოდოთ რაიმე პერსონალური მონაცემები. თუ გავიგებთ, რომ ჩვენ შევაგროვეთ პერსონალური მონაცემები 16 წლამდე ბავშვისგან, ჩვენ ამ პერსონალურ მონაცემებს რაც შეიძლება სწრაფად წავშლით. თუ ფიქრობთ, რომ ჩვენ შეიძლება გვქონდეს რაიმე პერსონალური მონაცემი 16 წლამდე ასაკის ბავშვისგან ან მის შესახებ, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ საკონტაქტო დეტალებში მითითებულ ელფოსტის მისამართზე.