იურიდიული შეტყობინება

საქართველოს „შრომითი მიგრაციის შესახებ“ კანონში ცვლილებები – კანონპროექტი რა იცვლება?

საქართველოს პარლამენტი განიხილავს ცვლილებებს, რომლებიც შემოაქვს ახალ სამართლებრივ ცნებას — ხანმოკლე პროფესიულ საქმიანობას — და აფართოებს უცხოელთათვის შრომითი საქმიანობის განხორცხიელების უფლების რეჟიმიდან გამონაკლისების სიას.

5 ძირითადი ცვლილება:

  • შრომითი საქმიანობის განხორციელების უფლების რეჟიმიდან ახალი გამონაკლისები. შემდეგ პირებს შეეძლებათ სამუშაოს განხორციელება უფლების გარეშე:
  1. პირები, რომლებსაც აქვთ სპეციალური ბინადრობის ნებართვა მთავრობის წევრის ინიციატივით
  2. სახელმწიფო დაწესებულებებისა და სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საწარმოების თანამშრომლები 
  3. დისტანციურად მომუშავე თანამშრომლები, რომლებიც საქართველოში არ ახორციელებენ სამუშაოს 
  4. პირები, რომლებიც უცხოეთში არარეზიდენტებს უწევენ მომსახურებას 
  5. 1-ლი–მე-3 კატეგორიების საწარმოების მენეჯერები და აუდიტორები
  • "თვითდასაქმებული უცხოელის" ახალი განმარტება. ეს  მოიცავს ნებისმიერ უცხოელს, რომელიც ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით ეწევა სამეწარმეო ან შრომით საქმიანობას — მათ შორის, დამოუკიდებელი კონტრაქტორი ან ფრილანსერია.
  • ცნება "მოკლევადიანი პროფესიული საქმიანობა" — საქმიანობა, რომელიც განხორციელებულია კონკრეტული პროექტის ან ღონისძიების ფარგლებში და არ წარმოადგენს გრძელვადიან დასაქმებას. სახეობებისა და ხანგრძლივობის სია მთავრობის მიერ ცალკეული დადგენილებით დადგინდება.
  • შრომითი საქმიანობის განხორციელების უფლების გაცემაზე უარის თქმის ახალი საფუძვლები — უარის თქმა შესაძლებელია თუ არ არის წარმოდგენილი საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული სამეწარმეო ან/და შრომითი საქმიანობის კრიტერიუმების დაკმაყოფილების დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტაცია. კრიტერიუმები კვლავ განისაზღვრება კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტში.
  • ახალი მე-13⁹ მუხლი: მოკლევადიანი საქმიანობის რეჟიმი - უცხოელმა შეიძლება იმუშაოს ნებართვის ან ბინადრობის ნებართვის გარეშე, თუ საქმიანობა მოკლევადიანია და დაკავშირებულია კონკრეტულ პროექტთან. ასეთი პირი არ ითვლება შრომითი მიგრანტად ან თვითდასაქმებულად.

მთავარი რისკი:

კანონი ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე — მაგრამ ძირითადი სიები და კრიტერიუმები მოგვიანებით განისაზღვრება კანონქვემდებარე აქტით. სამართლებრივი გაურკვევლობა შენარჩუნდება მათ მიღებამდე.

Author: Nino Zautashvili.

Contact a lawyer for further information

Contact a lawyer