საქართველოს საკანონმდებლო ცვლილებები (ოქტომბერი–დეკემბერი 2025)
- ოქტომბერი
- ნოემბერი
- საქართველოში მკაცრდება სახელმწიფო ქონების პირდაპირი გასხვისების წესები
- დეკემბერი
- დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით იურისტს
ოქტომბერი
2025 წლის 1 ოქტომბრიდან საქართველოში გამკაცრდა უცხოელთა ყოფნის წესები. ქვეყანაში ყოფნის ვადის გადაჭარბებისთვის ჯარიმები მნიშვნელოვნად გაიზარდა და შემოვიდა განმეორებით შემოსვლაზე აკრძალვა:
- 6 თვემდე — ჯარიმა 1 000 ლარი, შემოსვლის აკრძალვა 1 წლამდე;
- 6–12 თვე — 2 000 ლარი, შემოსვლის აკრძალვა 2 წლამდე;
- 1 წელზე მეტი — 3 000 ლარი, შემოსვლის აკრძალვა 3 წლამდე;
- • განმეორებითი დარღვევა — შესაძლებელია შემოსვლის აკრძალვა 3 წლამდე.
აღნიშნული წესები ვრცელდება 16 წელს მიღწეულ პირებზე. 16 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის ჯარიმები არ არის გათვალისწინებული, თუმცა აუცილებელია ქვეყანაში ყოფნის ვადების დაცვა, რათა აღნიშნულმა არ იმოქმედოს ოჯახის საიმიგრაციო ისტორიაზე.
ნოემბერი
დოკუმენტების მიმართ ახალი ბიომეტრიული მოთხოვნები
პასპორტები, პირადობის მოწმობები (ID ბარათები) და ბინადრობის ნებართვები უკვე შეიცავს:
- QR-კოდს;
- მფლობელის თითის ანაბეჭდს.
თამბაქოს პროდუქციაზე აქციზების ცვლილებები
2026 წლის 1 იანვრიდან:
- იმპორტირებული სიგარეტები — 2,75 ლარი თითო კოლოფზე;
- ადგილობრივი წარმოების — შეღავათიანი განაკვეთი 1,3 ლარი პირველ 35 მილიონ კოლოფზე.
საქართველოში მკაცრდება სახელმწიფო ქონების პირდაპირი გასხვისების წესები
პრივატიზაცია (მათ შორის პირდაპირი გაყიდვა ან გაცვლა) შესაძლებელია მხოლოდ წინასწარ განსაზღვრული პირობების არსებობის შემთხვევაში, რომლებიც უნდა დამტკიცდეს საქართველოს მთავრობის მიერ ნორმატიული აქტის ფორმით (ე.წ. პრივატიზაციის წინასწარი პირობები).
ეს ნიშნავს, რომ სანამ სახელმწიფოს ექნება შესაძლებლობა ობიექტის გაყიდვის ან გაცვლის, ოფიციალურად უნდა განისაზღვროს:
- რა პირობებშია ეს დასაშვები;
- რომელი პროცედურა გამოიყენება;
- რა ხარისხის, ფასისა და გამჭვირვალობის კრიტერიუმები უნდა დაკმაყოფილდეს.
ახალი რეგულაციის თანახმად, მთავრობა ეკონომიკის სამინისტროს წარდგინებით ვალდებულია კანონში ძალაში შესვლიდან 60 დღის ვადაში შეიმუშაოს ნორმატიული აქტი, რომელიც დაადგენს სახელმწიფო ქონების განკარგვის პირობებს როგორც გაცვლის, ისე პირდაპირი გაყიდვის შემთხვევაში.
ცვლილებები ასევე ადგენს, რომ სახელმწიფო ქონების მართვის სააგენტოს (მთავრობის დაქვემდებარებაში მყოფს):
- შეუძლია სახელმწიფო უძრავი ქონების გაცვლა კერძო საკუთრებაში არსებულ ქონებაზე, ასევე საქართველოს ეროვნული ბანკის ან საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საკუთრებაში არსებულ ქონებაზე — მხოლოდ მთავრობის თანხმობით.
დეკემბერი
ეკოლოგიური რეგულირება (ძალაში შესვლის გადავადება)
- ერთჯერადი პლასტიკური ჭურჭლის გაყიდვის, წარმოების, იმპორტის აკრძალვა.
- ძალაში შედის 2026 წლის 1 იანვრიდან.
| აკრძალულია | დასაშვებია |
|
წარმოება, იმპორტი, გაყიდვა, გამოყენება :
|
|
გარდამავალი პერიოდი
- 3 თვემდე — 2026 წლამდე წარმოებული ჭურჭლის გაყიდვა;
- 6 თვემდე — მზა საკვების გამოყენება პლასტიკურ ჭურჭელში;
- 12 თვემდე — სხვა პლასტიკური ნაწარმი, რომელიც კონტაქტშია საკვებთან.
ავტორები: დმიტრი არხიპენკო, ნინო ზაუტაშვილი.
დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით იურისტს
დაუკავშირდით იურისტს