თარგმანი ქართულად შრომითი მიგრაციის შესახებ საქართველოს კანონში ახალი რეგულაციებია, რომლებიც ძალაში შედის 2026 წლის 1 მარტიდან
ვინ ითვლება ადგილობრივ დამსაქმებლად?
ადგილობრივი დამსაქმებელი შეიძლება იყოს:
• იურიდიული პირი;
• ინდივიდუალური მეწარმე;
• ამხანაგობა;
• საქართველოში რეგისტრირებული უცხოური ორგანიზაციის წარმომადგენლობა;
• საქართველოში კანონიერად მცხოვრები პირი, რომელსაც აქვს უფლება დაამყაროს შრომითი ურთიერთობა უცხოელ
მოქალაქესთან, რომელსაც არ აქვს მუდმივი ბინადრობის ნებართვა (PR), და დაასაქმოს იგი საქართველოს ტერიტორიაზე.
დამსაქმებლის მოთხოვნები
ბოლო 12 თვის მინიმალური წლიური ბრუნვა:
- 50 000 ლარი — ყველა დამსაქმებლისთვის;
- 35 000 ლარი — საგანმანათლებლო ან სამედიცინო დაწესებულებებისთვის.
უცხოელი მოქალაქის დასაქმების პროცედურა
1) სამუშაო ნებართვა
- დამსაქმებელი წარადგენს განაცხადს შრომითი ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ;
- განხილვის ვადა: 30 კალენდარულ დღემდე;
- ნებართვა მიბმულია კონკრეტულ დამსაქმებელზე (დამსაქმებლის შეცვლის შემთხვევაში საჭიროა ახალი ნებართვა).
2) დასაქმებულის ვალდებულებები ნებართვის მიღების შემდეგ
თუ დასაქმებული იმყოფება საქართველოში ვალდებულია:
- წარადგინოს განაცხადი ბინადრობის ნებართვაზე (დასაქმების საფუძველზე ან IT ბინადრობის ნებართვაზე) 10 კალენდარული დღის განმავლობაში.
თუ დასაქმებული იმყოფება საქართველოს ფარგლებს გარეთ ვალდებულია:
- წარადგინოს განაცხადი D1 ვიზაზე 30 კალენდარული დღის განმავლობაში.
გამონაკლისები
ბინადრობის ნებართვა ან D1 ვიზა არ არის საჭირო, თუ უცხოელი მოქალაქე უკვე ფლობს ბინადრობის ნებართვას (ნებისმიერ საფუძველზე) ან მუშაობს დისტანციურად საქართველოში შემოსვლის გარეშე.
ყურადღება: საქართველოში შემოსვლამ დისტანციური მუშაობის დროს შესაძლოა გამოიწვიოს სამუშაო ნებართვის გაუქმება.
დამსაქმებლის ვალდებულებები
1) სამინისტროს ინფორმირება
შრომითი ხელშეკრულების ვადამდე შეწყვეტის ან პირობების ცვლილების შემთხვევაში:
- 5 კალენდარული დღის განმავლობაში აცნობოს
- საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს.
ნებართვის გაცემაზე უარის შემთხვევაში:
- შეწყვიტოს შრომითი ურთიერთობა, გააუქმოს ხელშეკრულება და აცნობოს სამინისტროს.
2) ნებართვის გაგრძელება
- გაგრძელების განაცხადი უნდა წარედგინოს ნებართვის ვადის ამოწურვამდე არაუგვიანეს 30 კალენდარული დღით ადრე.
3) მონაცემების შეტანა
- უცხოელი დასაქმებულის შესახებ ინფორმაცია უნდა აიტვირთოს პორტალზე: labourmigration.moh.gov.ge
სანქციები მოთხოვნების დარღვევისთვის
დარღვევა ჯარიმა (დამსაქმებელი / დასაქმებული) შენიშვნა
პირველი დარღვევა 2 000 ლარი (თითოეულ დასაქმებულზე) ჯარიმა ეკისრება როგორც დასაქმებულს, ასევე დამსაქმებელს
მეორე დარღვევა 4 000 ლარი (ორმაგი ოდენობა) შრომითი ურთიერთობა უნდა შეწყდეს
შემდგომი დარღვევები 12 000 ლარი (4 000 ლარი × 3) დაეკისრება თითოეულ შემდგომ შემთხვევაზე
ახალი რეგულაციები აძლიერებს შრომითი მიგრაციის კონტროლს და ზრდის დამსაქმებლების პასუხისმგებლობას.
ბიზნესისთვის ეს ნიშნავს:
- მეტ ბიუროკრატიასა და კონტროლის მექანიზმებს;
- ვადებისა და პროცედურების მკაცრ დაცვას;
- ფინანსურ რეზერვებს შესაძლო ჯარიმებისთვის;
- დასაქმებისა და HR პოლიტიკის ფრთხილ დაგეგმვას.
REVERA-ს იურიდიული გუნდი მზად არის გაგიწიოთ მხარდაჭერა და შემოგთავაზოთ:
- კონსულტაციები უცხოელთა დასაქმებამდე;
- დოკუმენტაციის მომზადება;
- შიდა პროცედურების შემუშავება (სამუშაო ნებართვის გაცემისა და გაგრძელების განაცხადების კონტროლი);
- შესაბამისობის აუდიტი ახალი რეგულაციების შესაბამისად.
- ავტორები: დმიტრი არხიპენკო, ნინო ზაუტაშვილი.
ავტორები: დმიტრი არხიპენკო, ნინო ზაუტაშვილი.
Contact a lawyer for further information
Contact a lawyer