მიგრაციის დეპარტამენტის კონტროლის შედეგები და საქართველოში ყოფნის წესები უცხო მოქალაქეებისთვის
2026 წლის 20 იანვრის მდგომარეობით, მიგრაციის კანონმდებლობის აღსრულების ფარგლებში განხორციელებული ღონისძიებების შედეგად, საქართველოდან გააძევესსხვადასხვა ქვეყნის 56 მოქალაქე, რომელთაც მიღებული გადაწყვეტილებების შესაბამისად, საქართველოში ხელახალი შემოსვლა აეკრძალათ.
სამწუხაროდ, უცხო ქვეყნის მოქალაქეთა ნაწილი სრულად არ ფლობს ინფორმაციას საქართველოს საზღვრის კვეთისა და უვიზო მიმოსვლის მოქმედი წესების შესახებ. პრაქტიკაში ხშირია შემთხვევები, როდესაც უვიზო მიმოსვლით მოსარგებლე პირები საქართველოში იღებენ ბინადრობის ნებართვას და მისი ვადის გასვლის შემდეგ აგრძელებენ ქვეყანაში ყოფნას იმ ვარაუდით, რომ ავტომატურად ეწყებათ უვიზო მიმოსვლის ფარგლებში ნებადართული საქართველოში ყოფნის ვადა.
აღნიშნული მიდგომა არასწორია, რადგან ბინადრობის ნებართვის გაცემით პირი იძენს განსხვავებულ სამართლებრივ სტატუსს და უვიზო მიმოსვლის რეჟიმით განსაზღვრული ყოფნის ვადა ასეთ შემთხვევაში ავტომატურად აღარ მოქმედებს.
რეკომენდაცია:
- ბინადრობის ნებართვის ვადის გასვლამდე, მისი გაგრძელების მიზნით განაცხადი უნდა წარდგეს არაუგვიანეს 40 დღით და არაუმეტეს 90 დღით ადრე;
- ალტერნატიულად, ბინადრობის ნებართვის ვადის ამოწურვამდე მინიმუმ ერთი დღით ადრე რეკომენდებულია საქართველოს ტერიტორიის დატოვება და ქვეყანაში დაბრუნება მხოლოდ ნებართვის ვადის გასვლის შემდეგ, რადგან მხოლოდ ამ შემთხვევაში იწყება უვიზო მიმოსვლის ფარგლებში ნებადართული ყოფნის ვადის ათვლა.
უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ვთხოვთ წინასწარ გადაამოწმონ საკუთარი სამართლებრივი სტატუსი და მოქმედი წესები, რათა თავიდან იქნეს აცილებული შესაძლო სამართლებრივი შედეგები, დეტალური სამართლებრივი კონსულტაციისთვის მოგვმართეთ.
ავტორი: მელანო სვანიძე, ოქსანა იაშაგიანი.
დაუკავშირდით იურისტს დამატებითი ინფორმაციის მისაღებად
დაუკავშირდით იურისტს