დისტანციური მუშაობის დაბეგვრა საქართველოში: დაქირავებით მუშაობიდან მიღებული შემოსავლის წყაროს განსაზღვრა

იმ შემთხვევაში, თუ თქვენ ხართ საქართველოში რეგისტრირებული კომპანია, რომელიც აფორმებს შრომით ხელშეკრულებებს საზღვარგარეთ მყოფ თანამშრომლებთან, ან უცხოური კომპანია, რომელიც ასაქმებს საქართველოს რეზიდენტებს, რომლებიც მუშაობენ საქართველოდან - მნიშვნელოვანია იცოდეთ, როგორ განისაზღვრება  საქართველოს საგადასახადო კოდექსით დასაქმებით მიღებული შემოსავლის წყარო.

შემოსავლების სამსახურის განმარტებების მიხედვით, დისტანციური მუშაობის პირობებში გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს შრომის გაწევის ფაქტობრივ ადგილს.

1. საგადასახადო რეზიდენტობა

საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის პირველი ნაბიჯია პირის რეზიდენტობის შეფასება (სსკ 34-ე მუხლი):

  • რეზიდენტი - პირი, რომელიც 183 დღე ან მეტს იმყოფება საქართველოში 12-თვიან პერიოდში.
  • არარეზიდენტი - პირი, რომელიც არ აკმაყოფილებს ამ კრიტერიუმს.

რეზიდენტები ქართული კანონმდებლობის მიხდევით იბეგრებიან როგორც საქართველოში არსებული წყაროდან მიღებულ შემოსავალზე, ასევ, უცხოური წყაროდან მიღებულ შემოსავალზე, არარეზიდენტები - მხოლოდ საქართველოში არსებული წყაროდან მიღებულ შემოსავალზე (სსკ 79 და 100 მუხლები).

2. რა არის დაქირავებით მუშაობა (სსკ 12-ე მუხლი)

დაქირავებით მუშაობად ითვლება ფიზიკური პირის მიერ ვალდებულების შესრულება იმ ურთიერთობათა ფარგლებში,  რომლებიც რეგულირდება საქართველოს ან/და უცხო ქვეყნის შრომის კანონმდებლობით. ანუ:

  • დაქირავებული - დაქირავებით მომუშავე ფიზიკური პირი,
  • დამქირავებელი - სამუშაოს მიმღები,
  • ანაზღაურება - ხელფასი.

3. როგორ განისაზღვრება შემოსავლის წყარო (სსკ 104-ე მუხლი)

მთავარი წესი:

საქართველოში დაქირავებით მუშაობით მიღებული შემოსავალი ჩაითვლება საქართველოში არსებული წყაროდან მიღებულად - მიუხედავად იმისა, სად ირიცხება ხელფასი (სსკ 104.2).

შემოსავლების სამსახურის პოზიციის მიხედვით, საგადასახადო მიზნებისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი განმსაზღვრელი კრიტერიუმია ის, თუ სად ასრულებს პირი სამუშაოს რეალურად.

თუ სამუშაო სრულდება საქართველოში - შემოსავალი საქქართველოში არსებული წყაროდან მიღებულად ითვლება. თუ საზღვარგარეთ - უცხოური (საქართველოს ფარგლებს გარეთ არსებული) წყაროდან

4 . სცენარი I – ქართული კომპანია ასაქმებს უცხოელს, რომელიც მუშაობს საზღვარგარეთ

თუ:

  • თანამშრომელი არ არის საქართველოს რეზიდენტი,
  • სამუშაო სრულდება სრულიად საქართველოს ფარგლებს გარეთ,
  • ანაზღაურება ირიცხება უცხოურ ანგარიშზე,

ამ შემთხვევაში  შემოსავალი არ ჩაითვლება სსკ 104-ე მუხლით დადგენილი საქართველოში არსებული წყაროდან მიღებულად.

შედეგი:

  • საშემოსავლო გადასახადის დაკავების და დაბეგვრის ვალდებულება საქართველოსში არ წარმოიშობა
  • დამქირავებელი არ ასრულებს საგადასახადო აგენტის ფუნქციას (სსკ 154.1(ა)).
  • DTA (ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შეთანხმება)-ის გათვლისიწნება არ არის საჭირო, რადგან დაბეგვრის ვალდებულება საქართველოში არ ჩნდება.

დამქირავებელს აქვს მხოოდ ერთი  ვალდებულება: დაქირავებულის მონაცემების ასახვა დაქირავებულ პირთა რეესტრში (სსკ 12(3), ფინანსთა მინისტრის N996 ბრძანება).

5. სცენარი II – საქართველოს რეზიდენტი მუშაობს უცხოურ კომპანიაში საქართველოდან

თუ რეზიდენტი:

  • ფიზიკურად იმყოფება საქართველოში, და
  • დისტანციურად ასრულებს სამუშაოს უცხოური დამქირავებლისთვის

შემოსავლების სამსახურის განმარტებით ასეთი ანაზღაურება დაკვალიფიცირედბა, როგორც  საქართველოში მიღებული შემოსავალი, რადგან სამუშაო სრულდება საქართველოს ტერიტორიაზე (სსკ 104.1(ა)).

შედეგი:

  • შემოსავალი იბეგრება საქართველოში.
  • 82.1(ფ) შეღავათი არ ვრცელდება, რადგან შემოსავალი არ არის უცხოური წყარო.
  • ფიზიკური პირი ვალდებულია დამოუკიდებლად გადაიხადოს გადასახადი.

DTA-ს საფუძველზე შეაძლებელია ორმაგი დაბეგვრის თვაიდან აცილება, შესაბამისი დოკუმენტის მეორე სახელმწიფოში წარდგენით.

6. დასკვნა

დისტანციური მუშაობის პირობებში შემოსავლის წყარო განისაზღვრისას  მნიშვნელოვანი პირობაა

სად სრულდება შრომითი ვალდებულება ფაქტობრივად.

თუ სამუშაო სრულდება საზღვარგარეთ

  • შემოსავალი არ ჩაითვლება საქართველოში არსებული წყაროდან მიღებულად
  • ქართულ კომპანიას არ წარმოეშობა საშემოსავლო გადასახადის დაკავებისა და გადასახადის გადახდის ვალდებულება

თუ სამუშაო სრულდება საქართველოდან

  • შემოსავალი საქართველოში არსებული წყაროდან მიღებულად ითვლება
  • საქართველოს რეზიდენტი (დაქირავებული) თავად იხდის საშემოსავლო გადასახადს

თუ თქვენი კომპანია თანამშრომლობს დისტანციური ფორმატით და გჭირდებათ:

ჩვენ მზად ვართ დაგეხმაროთ.

დაუკავშირდით REVERA Georgia-ს - შევაფასებთ თქვენს ქეისს და მოგაწოდებთ კონკრეტულ, პრაქტიკულ რეკომენდაციებს.

Authors: Melano Svanidze, Oksana Iashagyan

Contact our lawyer for more details

Write to lawyer

Attention Journalists: Use of REVERA website materials in publications is only allowed with our written permission.