საქართველოს კანონმდებლობის სიახლეები: აპრილი - ივნისი 2025 წელი

„გრანტების შესახებ“ კანონში 16.04.2025 განხორციელდა ცვლილებები, რომლის თანახმადაც უცხოური გრანტების მიღება შესაძლებელია მხოლოდ მთავრობის ან უფლებამოსილი პირის თანხმობით.

კონტროლი — ანტიკორუფციული ბიურო

ჯარიმა თანხმობის გარეშე გრანტის მიღების შემთხვევაში  - გრანტის ოდენობის გაორმაგებული ოდენობა. 

გამონაკლისები: სპორტული გრანტები, ინდივიდუალური სტიპენდიები საზღვარგარეთ სწავლის მიზნით, გრანტები საქართველოში მოქმედი საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის.

მთავრობის მიერ დამტკიცებისთვის განსაზრულია ვადა — 10 დღე; გადაწყვეტილების გასაჩივრება არ აჩერებს მის მოქმედებას.

ახალი წესები მოქმედებს 2025 წლის 16 აპრილიდან. თანხმობის მიღების მოთხოვნა არ ვრცელდება უცხოური გრანტების მიღების ხელშეკრულებებზე, რომლებიც გაფორმებულია კანონის ძალაში შესვლამდე, გარდა იმ ხელშეკრულებებისა, რომლებშიც შეტანილია ცვლილებები 2025 წლის 16 აპრილის შემდეგ.

ახალი სტატუსი და საგადასახადო შეღავათები

2025 წლის ივნისის ცვლილებების ფარგლებში „ინოვაციების შესახებ“ კანონსა და საგადასახადო კოდექსში სტარტაპებისთვის შემოღებულ იქნა სპეციალური სტატუსი — „ინოვაციური სტარტაპი“, ასევე ინოვაციური მცირე და საშუალო კომპანიის სტატუსი და კვლევებისა და განვითარების სერვისების მიმწოდებლის სტატუსი.

GITA-ს მონაცემებით, სტარტაპების მხარდაჭერის მექანიზმები შეესაბამება განვითარების სამ ეტაპს:

  • 1–3 წელი: სტარტაპები ისარგებლებენ  საშემოსავლო გადასაგადის ნულოვანი  განაკვეთით.
  • 4–6 წელი: საშემოსავლო და მოგების გადასახადის განაკვეთი დაიწევს 5%-მდე.
  • 7–10 წელი: ეს განაკვეთები გაიზრდება 10%-მდე.
     

„ინოვაციური სტარტაპის“ სტატუსის მისაღებად საჭიროა:

  • ინოვაციური პროდუქტის, პროცესის ან სერვისის შემუშავება.
  • ბოლო ორი წლის განმავლობაში აკრედიტირებული ფონდისგან მინიმუმ 100 000 ლარის ინვესტიციის მიღება ან 150 000 ლარის გრანტის მიღება.
  • დავალიანების არქონა, გაკოტრების ან ლიკვიდაციის პროცესში არ ყოფნა.
  • ინვესტიციების პროგრესის მიხედვით: მე–4 წლისთვის — 5 მლნ ლარის ინვესტიციები; მე–7 წლისთვის — 15 მლნ ლარის ინვესტიციები, რომელთაგან მინიმუმ 30% მიღებულია ინსტიტუციონალური ინვესტორებისგან.

 სტატუსი ძალაშია ერთი წლის განმავლობაში და ყოველწლიურად შეიძლება გაგრძელდეს 10 წლის ვადამდე, თუ კომპანია კვლავ შეესაბამება შეცვლილ მოთხოვნებს.

კანონი ძალაში შედის 2025 წლის 24 სექტემბრიდან.

Nomad ბინადრობის ნებართვა

2025 წლის 1 სექტემბრიდან საქართველოში ინერგება ახალი ტიპის ბინადრობის უფლება („Nomad“) IT-სპეციალისტებისა და მათი ოჯახებისთვის.

მისი მიღება შეუძლია:

  • პირებს, რომლებიც მუშაობენ IT-სექტორში (ირიცხებიან ჯანდაცვის სამინისტროს რეესტრში), რაც გულისხმობს მუშაობას სამინისტროში და მონაწილეობის მიღებას სამინისტროს პროგრამებში.
  • ინდივიდუალური მეწარმეები, რომლებსაც აქვთ მცირე ბიზნესის სტატუსი IT სექტორში
  • საერთაშორისო IT-კომპანიების თანამშრომლები
     

 პირობები: მინიმუმ 2 წლის IT-სტაჟი და წლიური შემოსავალი მინიმუმ 25 000 აშშ დოლარი. ვადა: 3 წელი, გაგრძელების შესაძლებლობით 12 წლამდე, აუცილებელია ქვეყნის ტერიტორიაზე ყოფნა ≥183 დღე წელიწადში.

პროცედურა და დოკუმენტების სია უნდა დამტკიცდეს მთავრობის მიერ.

მიგრაციასთან დაკავშირებული სანქციების გამკაცრება

2025 წლის 1 სექტემბრიდან გამკაცრდება ჯარიმები საქართველოში ყოფნის ვადის დარღვევისთვის.

  1. 6 თვემდე ვადით — ჯარიმა 1 000 ლარი (~365 აშშ დოლარი) + შესაძლოა, საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლის აკრძალვა 1 წლის განმავლობაში;
  2. 6 თვიდან 1 წლამდე ვადით — ჯარიმა 2 000 ლარი (~730 აშშ დოლარი) + შესაძლოა, საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლის აკრძალვა 2 წლის განმავლობაში;
  3. 1 წელზე მეტი ვადით — ჯარიმა 3 000 ლარი (~1 100 აშშ დოლარი) + შესაძლოა, საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლის აკრძალვა 3 წლის განმავლობაში.

„შრომითი მიგრაციის შესახებ“ კანონში განხორციელდა ცვლილებები

დეტალურად შეგიძლიათ გაეცნოთ შემდეგ ლინკზე.

Contact our lawyer for more details

Write to lawyer

Attention Journalists: Use of REVERA website materials in publications is only allowed with our written permission.