საგადასახადო რეზიდენტობაკრიპტო ინვესტორებისთვის - საქართველო, როგორც საგადასახადო თავშესაფარი

საქართველო სულ უფრო პოპულარული ხდება კრიპტო ინვესტორებსა და ციფრულ ნომადებს შორის მისი ხელსაყრელი საგადასახადო პოლიტიკისა და ზოგადად ბიზნესისთვის ხელსაყრელი გარემოს წყალობით.

საგადასახადო რეზიდენტობის წესები საქართველოში

  • •    183-დღიანი წესი: საქართველოში საგადასახადო რეზიდენტად ითვლება პირი, თუ საგადასახადო წლის განმავლობაში ატარებს ქვეყანაში 183 დღეზე მეტს. თუ საქართველოში ცხოვრობთ ექვს თვეზე მეტი ხნის განმავლობაში, თქვენ ჩაითვლებით რეზიდენტად საგადასახადო მიზნებისთვის.
  • •    სხვა: თუ პირი ინარჩუნებს თავის ძირითად საქმიანობას ან ძირითად ეკონომიკურ ინტერესებს საქართველოში, ის შეიძლება ჩაითვალოს საგადასახადო რეზიდენტად.

კრიპტო აქტივის-ს დაბეგვრა საქართველოში

ინდივიდუალური ტრეიდერებისათვის

  • საშემოსავლო გადასახადი: კრიპტოვალუტით ვაჭრობიდან მიღებული მოგება გათავისუფლებულია საშემოსავლო გადასახადისგან საქართველოს რეზიდენტი ფიზიკური პირებისთვის. ეს გამონაკლისი მოქმედებს, რადგან ასეთი შემოსავალი ითვლება უცხოური წყაროდან მიღებულ შემოსავლად და, შესაბამისად, არ დაიბეგრება საქართველოში.
  • დამატებული ღირებულების გადასახადი (დღგ): კრიპტოვალუტების ეროვნულ ან უცხოურ ვალუტაში გადაცვლა არ ექვემდებარება დღგ-ს. ეს მიდგომა კრიპტოვალუტის ტრანზაქციებს აიგივებს/აკავშირებს ფულისგაცვლასთან , რომლებიც დღგ-ს ფარგლებს გარეთაა. 

 იურიდიული პირებისთვის

  • კორპორატიული საშემოსავლო გადასახადი: კრიპტოვალუტით ვაჭრობით დაკავებული ქართული კომპანიები ექვემდებარებიან 15%-იან მოგების გადასახადს. აღსანიშნავია, რომ საქართველო იყენებს სისტემას, სადაც ეს გადასახადი გადაიხდება მხოლოდ მოგების განაწილებისას (ესტონური მოდელის მსგავსად). ამიტომ, თუ მოგება რეინვესტირდება და არ განაწილება, კორპორატიული მოგების გადასახადი გადაივადება.
  • დივიდენდის გადასახადი: დივიდენდების განაწილებისას მოქმედებს დამატებითი 5%-იანი გადასახადი.
  • დღგ: ფიზიკური პირების მსგავსად, კომპანიებს არ მოეთხოვებათ დღგ-ს გადახდა კრიპტოვალუტის გაყიდვაზე ან გაცვლაზე.  

განსაკუთრებული მოსაზრებები:

  • მცირე ბიზნესის სტატუსი: საქართველო გთავაზობთ მცირე ბიზნესის სტატუსს შეღავათიანი საგადასახადო განაკვეთით 1% ბრუნვაზე კვალიფიცირებული ბიზნესისთვის. თუმცა, მცირე ბიზნესის სტატუსის გამოყენება კრიპტოვალუტით ვაჭრობაში დადგენილი არ არის. თუ საქართველოს ეროვნული ბანკი კრიპტო ვაჭრობას „სავალუტო ოპერაციად“ დააკვალიფიცირებს მას შეუძლია ასეთი აქტივობების დისკვალიფიკაცია მცირე ბიზნესის სტატუსის შეღავათებისგან. გარდა ამისა, 500,000 ლარის წლიური ბრუნვის გადაჭარბება იწვევს მცირე ბიზნესის სტატუსის დაკარგვას. 
  • საგადასახადო რეზიდენტობა:  საგადასახადო რეზიდენტობის სტატუსით სარგებლობისთვის ფიზიკურმა პირებმა უნდა დააკმაყოფილონ საგადასახადო რეზიდენტობის მოპოვების საფუძვლები  საქართველოში. ამის მიღწევა შესაძლებელია ქვეყანაში მინიმუმ 183 დღის გატარებით 12 თვის განმავლობაში ან მნიშვნელოვანი ქონებით უზრუნველყოფილი ფიზიკური პირისთვის რეზიდენტობის მინიჭების (HNWI) პროგრამის საშუალებით, რომელსაც აქვს კონკრეტული აქტივების ან შემოსავლის ქონის მოთხოვნები.

კრიპტოვალუტის მაინინგი საქართველოში

საქართველო ცნობილია თავისი კრიპტო მაინინგის ინდუსტრიით ელექტროენერგიის დაბალი ფასებისა და ხელსაყრელი საგადასახადო რეგულაციების გამო. კრიპტო მაინერებს ეპყრობიან ინდივიდუალური ინვესტორების მსგავსად, რაც ნიშნავს, რომ მათ შეუძლიათ ისარგებლონ კრიპტო მოგებაზე გადასახადით დაბეგვრის არარსებობით.

მემკვიდრეობის ან ჩუქების გადასახადის არარსებობა

საქართველოში არ არსებობს მემკვიდრეობის ან ჩუქების გადასახადი 

  • I და II რიგის მემკვიდრეების მიერ ჩუქებით ან მემკვიდრეობით მიღებული ქონების ღირებულებაზე;
  • 1000 ლარამდე ჩუქებით მიღებული ქონების ღირებულება, გარდა დაქირავებულის მიერ დამქირავებლისაგან ჩუქებით მიღებული ქონების ღირებულებაზე;
  • III და IV რიგის მემკვიდრეების მიერ 150 000 ლარამდე ღირებულების, ჩუქებით ან მემკვიდრეობით მიღებული ქონების ღირებულებაზე.

ეს შეიძლება იყოს მიმზიდველი კრიპტო ინვესტორებისთვის, რომლებსაც სურთ აქტივების გადაცემა დიდი საგადასახადო ვალდებულებების გარეშე.

ბანკინგი და გადახდები

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს აქვს პროგრესული პოზიცია კრიპტოვალუტის მიმართ, კრიპტო-ბიზნესისა და ფიზიკური პირებისთვის საბანკო ოპერაციებზე წვდომა შეიძლება მოითხოვოს დამატებითი ნაბიჯები. ბევრი კრიპტო ბიზნესი საქართველოში იყენებს ადგილობრივ ბანკებს გადახდის დასამუშავებლად, მაგრამ მაინც მიზანშეწონილია კრიპტო მეგობრულ ბანკებთან მუშაობა, რათა თავიდან იქნას აცილებული პრობლემები.

ორმაგი დაბეგვრის შეთანხმებები

საქართველომ გააფორმა ორმხრივი დაბეგვრის ტვიდან აცილების შესახებ ხელშეკრულებები 58 ქვეყანასთან, რაც დაგეხმარებათ მინიმუმამდე დაიყვანოთ საგადასახადო ვალდებულებები, თუ სხვა ქვეყნის რეზიდენტი ხართ. ეს ხელშეკრულებები შექმნილია შემოსავლის ორმაგი დაბეგვრის თავიდან ასაცილებლად.

რეზიდენტობია

თუ უკვე არ ხართ საქართველოს რეზიდენტი, შეგიძლიათ მიმართოთ დროებით ბინადრობას (1 წელი) და მოგვიანებით მიმართოთ მუდმივ ბინადრობას. საქართველო ასევე სთავაზობს სპეციალურ სავიზო პროგრამებს “ციფრული მომთაბარეებისა“ და დისტანციური მუშაკებისთვის, რაც კრიპტო ინვესტორებს გაუადვილებს იქ ცხოვრებასა და მუშაობას.

ძირითადი უპირატესობები კრიპტო ინვესტორებისთვის:

  • კრიპტოვალუტაზე მოგების გადასახადი არ არის
  • დაბალი პირადი და კორპორატიული გადასახადები
  • მიმზიდველია კრიპტო მაინერებისთვის
  • არ არის დღგ კრიპტო ტრანზაქციებზე
  • რეზიდენტობის ხელსაყრელი წესები ციფრული მომთაბარეებისთვის

მოსაზრებები

მიუხედავად იმისა, რომ საქართველო ძალიან კეთილგანწყობილია კრიპტო-ინვესტორების მიმართ, მათ, ვინც აპირებენ გადაადგილებას, მაინც უნდა უზრუნველყონ თავიანთი ქვეყნების საგადასახადო კანონების დაცვა. ბევრი ქვეყანა, მათ შორის აშშ, იბეგრება გლობალურ შემოსავალზე, ამიტომ მნიშვნელოვანია დაგეგმოთ შესაბამისად და გაიაროთ კონსულტაცია საგადასახადო ექსპერტებთან.

საქართველო ითვლება ერთ-ერთ საუკეთესო საგადასახადო თავშესაფარად კრიპტო-ინვესტორებისთვის, მისი ხელსაყრელი საგადასახადო პოლიტიკის, დაბალი კორპორატიული გადასახადების და კრიპტო მოგებაზე გადასახადების არარსებობის წყალობით. ის სულ უფრო პოპულარული დანიშნულების ადგილია კრიპტო მეწარმეებისთვის, ტრეიდერებისთვის და “ციფრული მომთაბარეებისთვის”, მისი ბიზნეს-მეგობრული კლიმატისა და მზარდი კრიპტო ეკოსისტემის გამო. თუმცა, როგორც ნებისმიერი საერთაშორისო ნაბიჯი, მნიშვნელოვანია უზრუნველყოთ ადგილობრივ საგადასახადო კანონებთან შესაბამისობა და გაითვალისწინოთ თქვენი საგადასახადო ვალდებულებები თქვენს სამშობლოში.

Author: Oksana Iashagyan

Contact our lawyer for more details

Write to lawyer

Attention Journalists: Use of REVERA website materials in publications is only allowed with our written permission. To coordinate materials, please get in touch with us at: i.antonova@revera.legal, Telegram: https://t.me/PR_revera