უმრავლესობის ხმების მქონე პარტნიორთა უფლებები და მოვალეობები შეზღუდული შეშაძლებლობების საზოგადოებაში
- ხმების უმრავლესობის მქონე პარტნიორთა როლი და მნიშვნელობა
- ხმების უმრავლესობის მქონე პარტნიორთა უფლებები
- ხმების უმრავლესობის მქონე პარტნიორთა შეზღუდვები და მოვალეობები
- უმრავლესობის ხმების მქონე პარტნიორთა უფლებების მაქსიმიზაცია უმცირესობის ხმების მქონდე პარტნიორების თანხმობის აუცილებლობის შემცირებით
- დავების გადაწყვეტის მექანიზმები
- Contact our lawyer for more details
ხმების უმრავლესობის მქონე პარტნიორთა როლი და მნიშვნელობა
მეწარმეთა შესახებ საქართველოს კანონის თანახმად, შპს-ში პარტნიორები გადამწყვეტ როლს ასრულებენ გადაწყვეტილების მიღებასა და კორპორატიულ მართვაში. ხმების უმრავლესობის მქონე პარტნიორები, როგორც წესი, ფლობენ აქციების 50%-ზე მეტს, მნიშვნელოვან გავლენას ახდენენ კომპანიის მიმართულებაზე. მათი უფლებები ვრცილდება ხმის მიცემაზე, მენეჯმენტზე, ფინანსურ გადაწყვეტილებებსა და ზედამხედველობის მექანიზმების კონტროლზე. თუმცა, ამ უფლებებს მოჰყვება სამართლებრივი პასუხისმგებლობა, რათა უზრუნველყონ სამართლიანობა და დაიცვან უმცირესობის აქციონერების უფლებები.
ხმების უმრავლესობის მქონე პარტნიორთა უფლებები
ხმის მიცემის უფლება
ხმების უმრავლესობის მქონე პარტნიორები გადამწყვეტ როლს თამაშობენ კორპორაციულ მართვაში.
- გადაწყვეტილების მიმღები ორგანო: შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება მოქმედებებს პარტნიორთა კრების მიერ მიღებული წესდების საფუძველზე. ხმების უმრავლესობის მქონე პარტნიორთა ხმა განსაზღვრავს ძირითად კორპორატიულ ქმედებებს.
- გადაწყვეტილეები, რომლებიც მოითხოვენ პარტნიორთა უმრავლესობის ხმას: საქართველოს კანონმდებლობა ადგენს, რომ ზოგიერთი ფუნდამენტური კორპორატიული გადაწყვეტილებები საჭიროებს უმრავლესობის ხმებს (კენჭისყრაში მონაწილეთა 50%-ზე მეტი. თუმცა, კანონი ასევე იძლევა შესაძლებლობას:კომპანიის წესდებით განისაზღვროს უფრო მაღალი ბარიერი (პროცენტული მონაცემები) კონკრეტული გადაწყვეტილებების დამტკიცებისთვის.
	- შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების სადამფუძნებლო შეთანხმების/წესდების ცვლილების მიღება (კენჭისყრაში მონაწილეთა ხმების 3/4 უმრავლესობით, თუ წესდებით არ არის გათვალისწინებული ხმების მეტი რაოდენობა)
- წლიური ფინანსური ანგარიშგების დამტკიცება
- მოგების განაწილების გადაწყვეტილებები
- კომპანიის რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია
- დირექტორების ან მენეჯერების დანიშვნა და გათავისუფლება (წესდებით შეიძლება განისაზღვროს ხმების 50%-ზე მეტი)
- კომპანიის დაშლა
- გადაწყვეტილება ნებისმიერი კლასის აქციებთან დაკავშირებით უფლებების ცვლილების შესახებ (საჭიროებსპარტნიორთა თანხმობას ხმების საერთო რაოდენობის არანაკლებ 3/4-ის, რომელიც დართულია ცვლილებას დაქვემდებარებული კლასის მოქმედ აქციებზე)
- გადაწყვეტილება წილის უპირატესი შესყიდვის უფლების შეზღუდვის შესახებ
- გადაწყვეტილება აქციების გაერთიანების ან გაყოფის შესახებ
- გადაწყვეტილება გამოშვებული კაპიტალის შემცირების შესახებ
- გადაწყვეტილება მნიშვნელოვანი გარიგების დადებაზე თანხმობის მიცემის შესახებ, რომლის ღირებულება შეადგენს სააქციო საზოგადოების აქტივების საბალანსო ღირებულების 50%-ზე მეტს.
 
ზოგადად, საქართველოში კორპორატიული გადაწყვეტილებები მიიღება ხმების უმრავლესობით ან კვალიფიციური უმრავლესობით, როგორც ეს მითითებულია კომპანიის მმართველ დოკუმენტებში. კორპორატიული გადაწყვეტილებებისთვის ერთსულოვანი დამტკიცების (ხმების 100%) მოთხოვნა იშვიათია და, როგორც წესი, ხდება მხოლოდ მაშინ, როდესაც ცალსახად არის ასახული კომპანიის წესდებაში.
მართვის კონტროლი
- მენეჯერების დანიშვნა და გათავისუფლება: ხმის უმრავლესობის მქონე პარტნიორებს აქვთ მნიშვნელოვანი გავლენა კომპანიის მენეჯმენტის, მათ შორის აღმასრულებელი დირექტორების ან სამეთვალყურეო საბჭოს წევრების არჩევისას.
- სტრატეგიული გადაწყვეტილების მიღება: საბჭოს ან მენეჯერთა დანიშვნების კონტროლით, აქციონერებს შეუძლიათ ჩამოაყალიბონ კომპანიის სტრატეგიული მიმართულება, საინვესტიციო და საოპერაციო პოლიტიკა.
ფინანსური უფლებები
- მოგების განაწილება: პარტნიორებს უფლება აქვთ მიიღონ დივიდენდები თავიანთი წილის პროპორციულად, თუ კომპანია გადაწყვეტს მოგების განაწილებას.
- პრიორიტეტი მოგების გაზიარებაში:ზოგიერთ შემთხვევაში, კომპანიის წესდებით შეიძლება პარტნიორს განესაზღვროს პრიორიტეტული დივიდენდის უფლებები ან სხვა ფინანსური სარგებელი. დივიდენდების განაწილების წესი შეიძლება შეიცვალოს, თუ წესდებაში სხვაგვარად არის მითითებული. მაგალითად, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებაში (შპს) ან სააქციო საზოგადოებაში, პარტნიორები ან აქციონერები შეიძლება შეთანხმდნენ დივიდენდის განაწილების სხვა მეთოდზე, რომელიც აუცილებლად არ შეესაბამება წილის პროპორციული წესს.
საქართველოს მეწარმეთა შესახებ კანონის შესაბამისად, კომპანიის წესდებაში ცვლილებები, როგორც წესი, მოითხოვს აქციონერთა თანხმობას. ეს დამოკიდებულია კომპანიის წესდებაზე. ზოგადად შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების დამფუძნებელ ხელშეკრულებაში/წესდებაში ცვლილებები მიიღება კენჭისყრაში მონაწილეთა ხმების 3/4 უმრავლესობით, თუ წესდებით არ არის გათვალისწინებული ხმების მეტი რაოდენობა.
უფლებები წილის გადაცემისას
- Drag-Along Rights: ხმების უმრავლესობის მქონე პარტნიორებს შეუძლიათ განახორციელონ drag-along უფლებები, რაც დაავალდებულებს ხმების უმცირესობის მქონე პარტნიორებს გაყიდონ თავიანთი წილი, თუ მყიდველი შესთავაზებს კომპანიის შეძენას.
- პრევენციული უფლებები: თუ პარტნიორი აპირებს გაყიდოს თავისი წილი, უმრავლეს აქციონერებს შეიძლება ჰქონდეთ წილის უპირატესი შესყიდვის უფლება, სანამ ისინი მესამე მხარეებს შესთავაზებენ.
მიუხედავად იმისა, რომ მეწარმეთა შესახებ საქართველოს კანონი ცალსახად არ არეგულირებს Drag-Along და პრევენციის უფლებებს, ისინი შეიძლება დადგინდეს კომპანიის წესდების, აქციონერთა ხელშეკრულებების ან საინვესტიციო ხელშეკრულებების მეშვეობით, რათა უზრუნველყოფილი იყოს პრაქტიკაში აღსრულება.
ინსპექტირებისა და ზედამხედველობის უფლებები
- ხელმისაწვდომობა ჩანაწერებზე: ხმების უმრავლესობის მქონე პარტნიორებს შეუძლიათ მოითხოვონ წვდომა ფინანსურ დოკუმენტებზე, კომპანიის ჩანაწერებზე და გამგეობის სხდომის ოქმებზე კორპორატიული ოპერაციების ზედამხედველობის მიზნით.
- ზედამხედველობის ორგანო: მათ შეუძლიათ გაასაჩივრონ მენეჯმენტის გადაწყვეტილებები, თუ თვლიან, რომ კომპანიის მენეჯერები მოქმედებენ კორპორატიული ინტერესების წინააღმდეგ ან არასწორად მართავენ აქტივებს.
- ჩანაწერებზე წვდომის უფლება ენიჭება ყველა აქციონერს, წესდებაში შეიძლება ჩაიწეროს მეტი ეტაპი და ვადა ინფორმაციის მისაღებად, მაგალითად:პარტნიორებმა უნდა წარადგინონ ოფიციალური წერილობითი მოთხოვნა კომპანიის რეგისტრირებულ ოფისში ან დანიშნული აქციონერის პორტალის მეშვეობით, დაადასტურონ მოთხოვნის მიღება განსაზღვრულ ვადაში. საჭიროების შემთხვევაში, ხმების უმრავლესობის მქონე პარტნიორებს შეუძლიათ აღნიშნონ ნებისმიერი საკომისიო ჩანაწერების კოპირებისთვის ან წვდომისთვის, მიუთითონ კონფიდენციალურობის ხელშეკრულებაზე, თუ ჩანაწერები შეიცავს კომპანიისთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.
ხმების უმრავლესობის მქონე პარტნიორთა შეზღუდვები და მოვალეობები
ფიდუციარული მოვალეობები
საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, ხმების უმრავლესობის მქონე პარტნიოროები თავიანთი უფლებამოსილების კეთილსინდისიერად და კომპანიის ინტერესებიდან გამომდინარე უნდა ახორციელებენ თავიანთ უფლებამოსილებებს.
- კეთილსინდისიერების ვალდებულება: პარტნიორებმა უნდა იმოქმედონ ისე, რომ სარგებელი მოუტანონ მთლიან კომპანიას და არა მხოლოდ მათი პირადი ინტერესებისთვის. კეთილსინდისიერების ვალდებულება ასევე მოითხოვს ხმების უმრავლესობის მქონე პარტნიორებმა სრულად გაამჟღავნონ ნებისმიერი პოტენციური ინტერესთა კონფლიქტი. მათ უნდა გაითვალისწინონ, რომ კეთილსინდისიერების ვალდებულების დარღვევაა, როდესაც ხმების უმრავლესობის მქონე პარტნიორი არ მოქმედებს კომპანიის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე. მსგავსი გადაწყვეტილებები ან განზრახვები სასამართლომ შეიძლება ბათილად ცნოს.
- ძალაუფლების ბოროტად გამოყენების თავიდან აცილება: ხმების უმრავლესობის მქონე პარტნიორებს არ შეუძლიათ გამოიყენონ თავიანთი პოზიცია უმცირესობის აქციონერების დასაჩაგრად, არაპროპორციული ფინანსური სარგებლის მისაღებად. ზეწოლა გულისხმობს ქმედებებს, რომლებიც უსამართლოდ აყენებს ზიანს უმცირესობის პარტნიორებს, ხშირად უმრავლესობის ხმის მიცემის ან გადაწყვეტილების მიღების პროცესებზე კონტროლის გამოყენებით, რათა გვერდი აუარონ ან გამორიცხონ უმცირესობის პარტნიორთა ძირითად გადაწყვეტილებებში ჩართულობა.
შეზღუდვები საქართველოს კანონმდებლობით
- უმცირესობის ხმების მქონე პარტნიორთა დაცვა: მოქმედებს ნორმები უსამართლო მოპყრობის თავიდან ასაცილებლად, როგორიცაა აქციების უსამართლო დაშლა ან კომპანიის მნიშვნელოვანი ინფორმაციაზე წვდომის დაბლოკვა.
- ქმედებების აკრძალვა: უმცირესობის ხმების მქონე პარტნიორთა განზრახ ზიანის მიყენების ნებისმიერი მცდელობა, როგორიცაა მათი გაძევება არასამართლიანი ფასებით წილის იძულებითი შესყიდვების გზით, აკრძალულია.
უმრავლესობის ხმების მქონე პარტნიორთა უფლებების მაქსიმიზაცია უმცირესობის ხმების მქონდე პარტნიორების თანხმობის აუცილებლობის შემცირებით
უმრავლესობის ხმების მქონე პარტნიორებს შეუძლიათ რამდენიმე სტრატეგიული ნაბიჯის გადადგმა თავიანთი უფლებების ეფექტურად განსახორციელებლად, ხოლო მინიმუმამდე დაიყვანონ დამატებითი უმცირესობის აქციონერთა თანხმობის საჭიროება:
- კარგად განსაზღვრული წესდება და აქციონერთა ხელშეკრულებები: კომპანიის წესდების და აქციონერთა ხელშეკრულებების შემუშავება მკაფიოდ განსაზღვრული ხმის მიცემის ბარიერითა და გადაწყვეტილების მიღების უფლებამოსილებით უზრუნველყოფს კომფორტულ მმართველობას. წესდებაში განსაზღვრულ ცალკეულ შემთხვევებში გადაწყვეტილება შეიძლება მიღებულ იქნეს დისტანციურად, ოფლაინ საერთო კრების ჩატარების გარეშე. უფლებამოსილმა ორგანომ პარტნიორებს უნდა გაუგზავნოს დღის წესრიგი და გადაწყვეტილების პროექტი ფოსტით ან ელექტრონულად და მიაწოდოს საჭირო დოკუმენტაცია. პარტნიორებმა წერილობით უნდა უპასუხონ 15 დღის ვადაში (თუ სხვა რამ არ არის მითითებული წესდებაში ან გადაწყვეტილების პროექტში). თუ პასუხს არ მიიღებენ, ითვლება, რომ პარტნიორი არ ეთანხმება გადაწყვეტილებას. გადაწყვეტილებები მიიღება ყველა პარტნიორის ხმების უმრავლესობით. მიღებულ გადაწყვეტილებას ხელი უნდა მოაწეროს უფლებამოსილმა ორგანომ და 5 დღის ვადაში გაუგზავნოს პარტნიორებს.
- აბსოლიტური უმრავლესობის დებულებები:წესდების დალაგება, რათა თავიდან იქნას აცილებული უმცირესობის ხმების თანხმობის მოთხოვნა, გარდა იმ შემთხვევისა, როცა კანონით ეს აუცილებელია.
- Drag-Along და Preemptive უფლებების გამოყენება: ამ უფლებების წესდებით/შეთანხმებით დანერგვა აქციების გადაცემისა და კომპანიის გაყიდვების გასამარტივებლად უმცირესობის გადაჭარბებული ჩარევის გარეშე.
- მენეჯმენტის დანიშვნების კონტროლი: იმის უზრუნველყოფა, რომ კომპანიის წესდება საშუალებას აძლევს უმრავლესობის ხმების მქონე პარტნიორებს აკონტროლონ ძირითადი აღმასრულებლების დანიშვნა და გათავისუფლება.
- მოგების განაწილების მოქნილობა: დივიდენდის პოლიტიკის სტრუქტურირება ფინანსური სარგებლის მაქსიმალურად გაზრდის მიზნით, კანონის მოთხოვნებთან შესაბამისობის დაცვით.
- დავების ეფექტური გადაწყვეტის დებულებები: "კორპორაციული მმართველობის კონტექსტში, უმრავლესობის ხმების მქონე პარტნიორებისთვის ხშირად უფრო ხელსაყრელია კომპანიის წესდებაში შეიტანონ დავის გადაწყვეტის პუნქტი, რომელიც განსაზღვრავს ეროვნულ სასამართლოებს, როგორც კონფლიქტების გადაწყვეტის სასუალებას. ეს მიდგომა სასარგებლოა უმრავლესობის ხმების მქონე პარტნიორებისთვის, რადგან ეროვნული სასამართლოები ჩვეულებრივ სთავაზობენ უფრო გრძელვადიან განხილვას, როგორც დავის გადაწყვეტის ალტერნატიულ მექანიზმს.
დავების გადაწყვეტის მექანიზმები
უმრავლესობისა და უმცირესობის ხმების მქონე პარტნიორებს შორის დავა შეიძლება წარმოიშვას კონტროლის, მოგების განაწილების ან კორპორატიული სტრატეგიის შესახებ. საქართველოს კანონმდებლობა ასეთი დავების გადაწყვეტის რამდენიმე გზას ითვალისწინებს:
- არბიტრაჟი: ბევრი აქციონერთა შეთანხმება მოიცავს საარბიტრაჟო დებულებებს სასამართლოს გარეთ დავების გადასაჭრელად.
- მედიაცია: მხარეებს შეუძლიათ მოიძიონ დავის ალტერნატიული გადაწყვეტა (ADR), რათა მიაღწიონ მორიგებებს ხანგრძლივი დავის გარეშე, უბრალოდ უნდა აღინიშნოს, რომ ეს დამოკიდებულია საქმის პირობებსა და გარემოებებზე. მედიაციაში ჩართვა მხარეებისთვის შეიძლება იყოს სავალდებულო, მაგრამ შეთანხმების მიღწევა არა. ეს შეიძლება განისაზღვროს, როგორც წინა პროცედურა/ეტაპი სასამართლოსთვის მიმართვამდე.
ქართული შპს-ების უმრავლესობის ხმების მქონე პარტნიორები მნიშვნელოვან გავლენას ახდენენ კორპორატიულ გადაწყვეტილებებზე. მიუხედავად იმისა, რომ ისინი სარგებლობენ ქართული კანონმდებლობით გათვალისწინებული ხმის მიცემისა და კონტროლის ძლიერი უფლებებით, ამ უფლებამოსილებებს გააჩნიათ კანონიერი მოვალეობები, იმოქმედონ კეთილსინდისიერად და დაიცვან უმცირესობების ინტერესები. კომპანიის წესდებისა და შეთანხმებების გულდასმით სტრუქტურირებით, უმრავლესობის აქციონერებს შეუძლიათ ეფექტურად გამოიყენონ თავიანთი უფლებები კანონის შესაბამისობისა და კორპორატიული სამართლიანობის დაცვით.
Authors: Svanidze Melano
Contact our lawyer for more details
Write to lawyerAttention Journalists: Use of REVERA website materials in publications is only allowed with our written permission. To coordinate materials, please get in touch with us at: i.antonova@revera.legal, Telegram: https://t.me/PR_revera
 
                                            