ეტიკეტი როგორც სამართლებრივი ინსტრუმენტი: რა უნდა იცოდეს ბიზნესმა პროდუქციის ეტიკეტირების შესახებ საქართველოში

გამჭვირვალობისა და მომხმარებლის უფლებების დაცვის ეპოქაში,  ეტიკეტი აღარ წარმოადგენს მხოლოდ შეფუთვის დეკორატიულ ელემენტს. დღეს ის არის სამართლებრივად მნიშვნელოვანი ინფორმაციის მატარებელი, რომელიც გავლენას ახდენს როგორც მომხმარებელზე, ისე მწარმოებელზე.

საქართველოში პროდუქციის  ეტიკეტირების მოთხოვნები მკაცრად არის დარეგულირებული, განსაკუთრებით რეალური სექტორის კომპანიებისთვის. მარკეტინგის სპეციალისტებისა და ბრენდ - მენეჯერებისთვის მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ფორმალური შესაბამისობა, არამედ  ეტიკეტის  სწორად  გამოყენება პროდუქტის სამართლებრივი და მარკეტინგული უსაფრთხოების მიზნით.

რას ნიშნავს  ეტიკეტი სამართლებრივი თვალსაზრისით?

საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, ეტიკეტი არის სურსათის შეფუთვაზე ან ტარაზე (კონტეინერზე) ან თანდართულ დოკუმენტში წერილობითი, ბეჭდური, შაბლონის, აღნიშნული ან ამოტვიფრული სახით განთავსებული იარლიყი, თანდართული ან მიმაგრებული ნებისმიერი იარლიყი (ბირკა), სასაქონლო ნიშანი (ბრენდი), სავაჭრო ნიშანი (მარკა), გრაფიკული ან სხვა აღწერილობითი გამოსახულება.

ეტიკეტი განიხილება როგორც შეფუთვის სავალდებულო ნაწილი და რეგულირდება რამდენიმე ნორმატიული აქტით. მისი მიზანია — მომხმარებლისთვის სრულყოფილი, ზუსტი და ხელმისაწვდომი ინფორმაციის მიწოდება პროდუქტის უსაფრთხო და გააზრებული გამოყენებისთვის.

რა ინფორმაცია უნდა იყოს მითითებული  ეტიკეტზე?

  • პროდუქტის დასახელება
  • შემადგენლობა — ინგრედიენტების ჩამონათვალი  რაოდენობის კლებადობისმიხედვით (სავალდებულოა საკვები პროდუქტებისთვის, კოსმეტიკისთვის, ქიმიისთვის და სხვ.)
  • მწარმოებლის ან იმპორტიორის მონაცემები — დასახელება, მისამართი, საკონტაქტო ინფორმაცია
  • ალერგენები და ჰიპერმგრძნობელობის გამომწვევი ნივთიერებები
  • წმინდა წონა (ნეტო)
  • წარმოების თარიღი, სერიის ნომერი, მინიმალური შენახვის ვადა
  • კვებითი ღირებულება (თუკი აუცილებელია)
  • გამოყენების ინსტრუქცია და შენახვის პირობები
  • უსაფრთხოების გაფრთხილებები (მათ შორის სახიფათო ნივთიერებების ნიშნები ქიმიური, ფარმაცევტული ან სხვა სახიფათო პროდუქციისთვის)
  • ალკოჰოლის  პროცენტული მაჩვენებელი, თუკი იგი აღემატება 1.2%-ს მოცულობით

ეტიკეტირების ენა და ინფორმაციის სიზუსტე

ყველა პროდუქტი, რომელიც იყიდება საქართველოს ტერიტორიაზე, უნდა იყოს ეტიკეტირებული ქართულ ენაზე. დამატებით დასაშვებია:

  • ევროკავშირის ერთ-ერთ ოფიციალურ ენაზე ინფორმაციის მითითება
  • მრავალენოვანი  ეტიკეტირება, თუმცა ქართულ ვერსიას სავალდებულო სტატუსი გააჩნია

პროდუქტის შემადგენლობის, თვისებების, წარმომავლობის, ხარისხის ან უსაფრთხოების შესახებ ინფორმაციამ არ უნდა შეიყვანოს მომხმარებელი შეცდომაში.

რომელი პროდუქცია ექვემდებარება განსაკუთრებულ რეგულაციას?

 ეტიკეტირების მოთხოვნები განსხვავდება პროდუქტის ტიპის მიხედვით:

  • საკვები პროდუქტები
  • სასმელები (მათ შორის ალკოჰოლური)
  • საყოფაცხოვრებო ქიმიკატები
  • კოსმეტიკა
  • მედიკამენტები
  • სახიფათო ნივთიერებების შემცველი პროდუქტები

  • გენმოდიფიცირებული პროდუქცია (გმპ)

საერთაშორისო სტანდარტები, რომლებიც უნდა გავითვალისწინოთ

ბიზნესები, რომლებიც ოპერირებენ ექსპორტზე ან B2B სეგმენტში, ხშირად ეფუძნებიან საერთაშორისო სტანდარტებს, როგორებიცაა:

  • ISO 22000 — სურსათის უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტი
  • Codex Alimentarius (FAO/WHO) — გლობალური სტანდარტები სურსათის უვნებლობაზე
  • EU Regulation No. 1169/2011 — ევროკავშირის რეგულაცია საკვები პროდუქტების  ეტიკეტირებაზე

პასუხისმგებლობა  ეტიკეტირების დარღვევაზე

არსებობს სამი სახის პასუხისმგებლობა:

ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა
  1. ჯარიმები:
    • 200 ლარი — მცირე ბიზნესისთვის
    • 400 ლარი — სხვა ბიზნესებისთვის
    • 600 ლარი — განმეორებით დარღვევისას
  2. გმპ პროდუქციისთვის:
    • 5,000 ლარი — პირველადი დარღვევისთვის
    • 10,000 ლარი — განმეორებით დარღვევისას

შესაძლებელია ასევე პროდუქტის ამოღება ან საწარმოს საქმიანობის შეჩერება.

სამოქალაქო პასუხისმგებლობა
  • ზიანის ანაზღაურება (მაგ. ალერგიული რეაქციის გამო)
  • პროდუქტის დაბრუნება და თანხის დაბრუნების მოთხოვნა
სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა
  • თაღლითობისა ან განზრახ მოტყუების შემთხვევაში — სისხლისსამართლებრივი ჯარიმები ან პატიმრობა

რას ნიშნავს ეს ყველაფერი ბიზნესისთვის?

ბრენდისთვის ეტიკეტი არის არა მხოლოდ სამართლებრივი მოთხოვნა, არამედ მომხმარებელთან ნდობის ჩამოყალიბების ინსტრუმენტი. სწორად გაფორმებული და კანონთან შესაბამისი  ეტიკეტი:

  • ამცირებს ფინანსურ და სამართლებრივ რისკებს
  • უზრუნველყოფს გამჭვირვალე კომუნიკაციას
  • ავლენს ბრენდის სანდოობასა და პასუხისმგებლობას

რა შეუძლია ექსპერტს?

თუ თქვენი პროდუქტი გამოდის ბაზარზე ან გსურთ არსებული  ეტიკეტის შემოწმება, ჩვენი იურისტები  დაგეხმარებიან:

  • ეტიკეტის მოქმედ საკანონმდებლო მოთხოვნებთან შესაბამისობის შემოწმებაში
  • საჭირო კორექტირებებით უზრუნველყოფაში
  • პროდუქტის ISO 22000 სერტიფიცირებისთვის მომზადებაში

ეტიკეტი არის ხიდი ბრენდსა და მომხმარებელს შორის — და ამ ხიდს, თანამედროვე პირობებში, უნდა ჰქონდეს არა მხოლოდ ესთეტიკური, არამედ სამართლებრივი მდგრადობა.

გაქვთ კითხვები? REVERA Georgia-ის იურისტები მზად არიან კონსულტაციისთვის.

uthor: Nino Zautashvili 

Contact our lawyer for more details

Write to lawyer

Attention Journalists: Use of REVERA website materials in publications is only allowed with our written permission. To coordinate materials, please get in touch with us at: i.antonova@revera.legal, Telegram: https://t.me/PR_revera