საქართველო „საქონლით ვაჭრობაში ფორმალობების გამარტივების შესახებ“ კონვენციის და „საერთო ტრანზიტის პროცედურის შესახებ“ კონვენციის წევრი გახდა

2025 წლის 01 თებერვლიდან საქართველო გახდა  „საქონლით ვაჭრობაში ფორმალობების გამარტივების შესახებ“ კონვენციისა (Single Administrative Document/SAD) და „საერთო ტრანზიტის პროცედურის შესახებ“ კონვენციის (Common Transit Convention/CTC) წევრი (საქართველოს მთავრობის დადგენილებები №420,  №421).

ზემოხსენებულ კონვენციებზე ხელის მოწერით საქართველოს მიენიჭა წვდომა „ახალ კომპიუტერიზებულ სატრანზიტო სისტემაზე“ (New Computerised Transit System - NCTS). ეს სისტემა საშუალებას იძლევა მასში შევსებული ტრანზიტის დეკლარაციით საქონელი გადაადგილდეს:

  • CTC-ის წევრი ქვეყნიდან CTC-ის წევრი ქვეყნის დანიშნულებით;
  • მესამე ქვეყნიდან CTC-ის წევრი ქვეყნის დანიშნულებით;
  • CTC-ის წევრი ქვეყნიდან მესამე ქვეყნის გავლით CTC-ის წევრი ქვეყნის დანიშნულებით;
  • CTC-ის წევრი ქვეყნიდან მესამე ქვეყნის დანიშნულებით.

რა უპირატესობები აქვს NCTS-ში შევსებული ტრანზიტის დეკლარაციით საქონლის გადაადგილებას?

  • ინფორმაციის „რეალურ დროში“ გაცვლა საერთაშორისო დონეზე;
  • ელექტრონულად დაკავშირებული სხვადასხვა ქვეყნის საბაჟო ორგანოები;
  • საზღვრის კვეთასთან დაკავშირებული ვალდებულებების შესრულების გამარტივება;
  • საბაჟო ფორმალობებისთვის საჭირო დროის შემცირება;
  • დეტალური ინფორმაცია ტვირთის გადაადგილების შესახებ;
  • ერთი გარანტიის ფარგლებში გადაზიდვის შესაძლებლობა;
  • საბაჟო ფორმალობების ევროკავშირის სტანდარტებთან მეტად დაახლოება.

ზემოხსენებულიდან გამომდინარე, კონვენციებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების ხელშეწყობისათვის, აგრეთვე ერთიანი პრაქტიკის დანერგვისა და „ახალი კომპიუტერიზებული სატრანზიტო სისტემის” შეუფერხებლად მუშაობის უზრუნველსაყოფად ახალი სტრუქტურული ერთეული შეიქმნა შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტში - საბაჟო ტრანზიტის სამმართველო, რომელსაც სხვა ფუნქციებთან ერთად განესაზღვრა „ახალ კომპიუტერიზებულ სატრანზიტო სისტემის (NCTS)“ შეუფერხებელ გამოყენებასთან დაკავშირებული საქმიანობის განხორციელება. ამ მიზნით, სატელეფონო და სხვა დისტანციური არხების  (მაგლ: ელ.ფოსტა) მეშვეობით, განხორციელდება დაინტერესებული პირისათვის კონსულტაციის გაწევა პროცედურულ საკითხებსა და მიმდინარე პროცესებზე.

ელ.ფოსტა: ncts.hd@rs.ge  | ტელეფონი:  +995 (32) 2 261 112; +995 (32) 2 261 446      

Author: Iashagyan Oksana


Dear journalists, use of material from the REVERA website in publications is only possible with our written permission. 

To approve material, please contact i.antonova@revera.legal or Telegram: https://t.me/PR_revera