საგადასახადო სამსახურის ორი ძირითადი პორტალი

შემოსავლების სამსახურმა შექმნა 2 მნიშვნელოვანი და საკმაოდ სასარგებლო პორტალი - infohub.rs.ge, rs.ge

ინფო ჰაბი შესაძლებლობას აძლევს მომხმარებელს  გაეცნოს სხვადასხვა საგადასახადო საკითხს და ინფორმაცია მიიღოს  სიტუაციური სახელმძღვანების, საკანონმდებლო ან კანონქვემდებარე აქტების, შემოსავლების სამსახურის და ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტის საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების, ინდივიდუალური აქტების, საკონსტიტუციო სასამართლოსა და ევროპის კავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს (CJEU) გადაწყვეტილებების სახით.

შემოსავლების სამსახურის შეხვედრების სივრცე - ში შესაძლებელია შემოსავლების სამსახურის  მიერ ორგანიზებული საინტერესო ონლაინ/ოფლაინ შეხვედრებზე ინფორმაციის მიღება და აგრეთვე ყველას შეუძლია გააკეთოს მისთვის საინტერესო თემატიკის შეთავაზება, რომელზეც შემდგომ შემოსავლების სამსახურმა შესაძლოა გამართოს საინფორმაციო შეხვედრა.

ხსენებული ბმულები მნიშვნელოვნად დაეხმარება დაინტერესებულ პირებს  სხვადასხვა საგადასახადო საკითხში გარკვევასა და აგრეთვე პრობლემების (საგადასახადო ჯარიმა, ვადაგადაცილება, შეცდომები) თავიდან აცილებაში.


Dear journalists, use of material from the REVERA website in publications is only possible with our written permission. 

To approve material, please contact i.antonova@revera.legal or Telegram: https://t.me/PR_revera