სასამართლო გადაწყვეტილებების ცნობა და აღსრულება
უცხო ქვეყნის სასამართლო და საარბიტრაჟო გადაწყვეტილებების ცნობისა და აღსრულების საკითხს არეგულირებსსაქართველოს კანონი საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ, საქართველოს კანონი არბიტრაჟის შესახებ და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი.
საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას. ამ წესიდან გამონაკლისი შემთხვევები, როდესაც:უცხო ქვეყანა არ ცნობს საქართველოს სასამართლოების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას; უცხო ქვეყნის სასამართლო, რომელმაც გამოიტანა გადაწყვეტილება, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად კომპეტენტურად არ ითვლება; საქმე განეკუთვნება საქართველოს განსაკუთრებულ კომპეტენცია; ერთსა და იმავე მხარეებს შორის ერთსა და იმავე სამართლებრივ დავაზე უკვე არსებობს საქართველოს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება ან უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილება არის გამოტანილი ერთსა და იმავე მხარეებს შორის ერთსა და იმავე სამართლებრივ დავაზე, რომელიც უკვე ცნობილ იქნა საქართველოში. გადაწყვეტილების გამომტანი ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად მხარე უწყების ჩაბარების გზით არ იქნა გაფრთხილებული სასამართლოში გამოძახების თაობაზე ან მოხდა სხვა საპროცესო დარღვევები; ერთსა და იმავე მხარეებს შორის ერთსა და იმავე საკითხზე და ერთი და იმავე საფუძვლით საქართველოში მიმდინარეობს სასამართლო პროცესი; გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება საქართველოს ძირითად სამართლებრივ პრინციპებს.
უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო.
უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების საკითხი მიიღება დაინტერესებული მხარის მიერ შესაბამისი შუამდგომლობის აღძვრის შემდეგ, ხოლო აღნიშნულზე გადაწყვეტილების მიღება განეკუთვნება საქართველოს უზენაესი სასამართლოს კომპეტენციას.
ზემოხსენებული შუამდგომლობის აღსრულებისთვის დაინტერესებულმა პირმა თავის შუამდგომლობას უნდა დაურთოს უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების დამოწმებული ასლი და ქართული თარგმანი, და ცნობა გადაწყვეტილების ძალაში შესვლისა და მისი აღსრულების აუცილებლობის შესახებ, თუ აღნიშნული შუამდგომლობის ტექსტიდან არ გამომდინარეობს.
უზენაესი სასამართლოს მიერ გადაწყვეტილება მიიღება არაუგვიანეს 6 თვის ვადაში, ხოლო სახელმწიფო ბაჟი უზენაეს სასამართლოში შეადგენს დავის საგნის ღირებულების 5 პროცენტს, მაგრამ არანაკლებ 300 ლარისა, აგრეთვე არაუმეტეს 6000 ლარისა ფიზიკური პირისთვის და 8000 ლარისა - იურიდიული პირისთვის. საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობა-აღსრულება ხორცილედება სასამართლო გადაწყვეტილებების ცნობი- აღსრულების მსგავსად. საქართველოს არბიტრაჟის შესახებ კანონის 44-ემუხლის თანამხად, მიუხედავად იმისა, თუ რომელ სახელმწიფოში იყო იგი მიღებული, იგი შესასრულებლად სავალდებულოა და სასამართლოში წერილობითი შუამდგომლობის წარდგენის შემთხვევაში უნდა აღსრულდეს.
საქართველოს ფარგლებს გარეთ მიღებულ საარბიტრაჟო გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით მათ ცნობასა და აღსრულებაზე გადაწყვეტილების მიღების უფლებამოსილ სასამართლოდ ითვლება საქართველოს უზენაესი სასამართლო. საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობასა და აღსრულებისთვის, მხარემ უნდა წარადგინოს საარბიტრაჟო გადაწყვეტილების სათანადოდ დამოწმებული დედანი, ხოლო თუ საარბიტრაჟო გადაწყვეტილება ან შეთანხმება არ არის შესრულებული ქართულ ენაზე, სათანადოდ დამოწმებული თარგმანი. გადაწყვეტილების აღსრულება ხორციელდება სასამართლოს განჩინების საფუძველზე, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. დაინტერესებული პირის მიერ შუამდგომლობა ეგზავნება მეორე მხარეს, რომელსაც შეუძლია მისი მიღებიდან 7 დღის განმავლობაში წარადგინოს საპასუხო განცხადება, ხოლო ამ 7-დღიანი ვადის გასვლიდან არაუგვიანეს 30 დღისა სასამართლომ უნდა გამოიტანოს განჩინება.
სახელმწიფო ბაჟი საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობისა და აღსრულების საკითხზე შეადგენს 150 ლარს.
ნიუ იორკის 1958 წლის და მინსკის კონვენციები
საქართველო არის ნიუ იორკის 1958 წლის კონვენციისა და მინსკის კონვენციის წევრი, შესაბამისად უცხო ქვეყნის სასამართლო და საარბიტრაჟო გადაწყვეტილებების ცნობასა და აღსრულების საკითხების განხილვისას, იერარქიიდან გამომდინაერ უპირატესი ძალა აქვთ მოცემულ კონვენციებს.
საარბიტრაჟო გადაწყვეტილებების ცნობა-აღსრულებიაზე ნიუ იორკის 1958 წლის კონვენციის გავრცელებისთვის, მნიშვნელოვანია სახეზე იყოს ერთი ქვეყნის ტერიტორიაზე მიღებული საარბიტრაჟო გადაწყვეტილება, რომლის ცნობა და აღსრულება უნდა განხორციელდეს მეორე სახელმწიფოში. უცხო ქვეყანაში მიღებული საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობისთვის, მხარემ (დაინტერესებულმა პირმა) უნდა წარადგინოს:
- სათანადოდ დამოწმებული საარბიტრაჟო გადაწყვეტილების დედანი, ან სათანადოდ დამოწმებული ასლი;
- წერილობითი შეთანხმების დედანი ან სათანადოდ დამოწმებული ასლი, რომლითაც მხარეები ვალდებულებას კისრულობენ არბიტრაჟს გადასცენ ყველა ან ზოგიერთი სადავო სარჩელი, რომლებიც წარმოიშვა ან შეიძლება წარმოიშვას მათ შორის რომელიმე კონკრეტული სახელშეკრულებო ან სხვა სამართალურთიერთობის გამო.
უცხო ქვეყნის სასამართლო და საარბიტრაჟო გადაწყვეტილებების ცნობა-აღსრულება არის საკმაოდ დელიკატური, შრომატევადი და ბევრი დეტალის შემცველი პროცედურა. ჩვენ დაგეხმარებით მოცემული პროცესის სრულ მართვაში დაწყებული დოკუმენტაციის შეგროვება-შედგენიდან, დამთავრებული სასამართლო განჩინების მიღებასა და მის საფუძველზე სააღსრულებო პროცესის წარმართვით.
Authors: Iashagyan Oksana, Svanidze Melano
Contact our legal team to learn more
Write to lawyerDear journalists, the use of materials from the REVERA website in publications is possible only with our written permission.
To coordinate materials, contact us at e-mail: i.antonova@revera.legal or Telegram: https://t.me/PR_revera.