ყურადღება მეწარმეებს: ცვლილებები საქართველოს სამართლებრივი პირების რეგისტრაციაში
2022 წლის 01 იანვრიდან „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს ახალი კანონის ძალაში შესვლისთანავე, დადგინდა მოთხოვნა, რომლის თანახმადაც ყველა სუბიექტი ვალდებულია არაუგვიანეს 2025 წლის 31 მარტისა შესაბამისობაში მოიყვანოს მისი სარეგისტრაციო მონაცემები ახალ კანონთან (წარმოადგინოს სადამფუძნებლო შეთანხმება და წესდება, რომელიც მორგებულია ახალ კანონზე/კანონში შეტანილ ცვლილებებზე ან გამოიყენოს იუსტიციის მინისტრის მიერ დამტკიცებული წესდების მოდელი). აღსანიშნავია, რომ მოცემული ცვლილება ეხება ყველა ფორმის მეწარმე სუბიექტს და ასევე, არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს.
ბიზნესის ახალ კანონთან შესაბამისობაში მოსაყვანად სამეწარმეო სუბიექტის ხელმძღვანელმა ან მინდობილმა პირმა განაცხადით უნდა მიმართოს საჯარო რეესტრს კანონთან შესაბამისობაში მოყვანილი წესდებით და სადამფუძნებლო შეთანხმებით (შესაძლოა აგრეთვე სტანდარტული წესდების რეგისტრაციაც, რომლის დროსაც გამოიყენება თვითონ ამ უკანასკნელის სადამფუძნებლო შეთანხმება და წესდება, შესაბამისად დამატებით ამ დოკუმენტების წარდგენა არ არის საჭირო).
ზემოხსენებული კანონის მიხედვით, 2025 წლის 31 მარტის შემდეგ, მარეგისტრირებელი ორგანო სუბიექტს, რომელმაც არ/ვერ მოიყვანა 31/03/2025-მდე სადამფუძნებლო დოკუმენტაცია/სარეგისტრაციო ინფორმაცია ახალ კანონთან შესაბამისობაში, განუსაზღვრავს 3 თვიან დამატებით ვადას. თუკი სუბიექტი ამ ვადაშიც არ უზრუნველყოფს სარეგისტრაციო მონაცემების კანონთან შესაბამისობაში მოყვანას, მისი რეგისტრაცია გაუქმებულად ჩაითვლება.
Author: Iashagyan Oksana
Dear journalists, the use of materials from the REVERA website in publications is possible only with our written permission.
To coordinate materials, contact us at e-mail: i.antonova@revera.legal or Telegram: https://t.me/PR_revera.